"ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის" - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების და უმაღლესი წარმომადგენლების გზავნილს

12.07.25 11:44
"ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის" - რა შეფასებები მოჰყვა ოპოზიციაში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების და უმაღლესი წარმომადგენლების გზავნილს

"ბოლო გაფრთხილება "ოცნებისთვის" - ასე აფასებენ ოპოზიციაში EU-ს საგარეო საქმეთა მინისტრების და უმაღლესი წარმომადგენლების გზავნილს, რომელიც გუშინ ბრიტანეთის საელჩომ გამოაქვეყნა. 

პარტია "გახარია საქართველოსთვის" წევრი, თეონა აქუბარდია ფიქრობს, რომ ეს განცხადება არის პასუხი იმ ქმედებებზე, რასაც ივანიშვილის გუნდი ხალხის წინააღმდეგ სჩადის. 

სანქციები რომ მოსალოდნელია, ოპოზიციის თქმით, ამას ასევე მოწმობს 15 ივლის ევროპის საბჭოში ჩანიშნული მოსმენა, სადაც საქართველოს საკითხს განიხილავენ. 

ბოლო გაფრთხილება შეიძლება ვუწოდეთ იქამადე, სანამ იქნება სანქციები გამოყენებული იმის გამო, რომ რეჟიმი ავტორიტარული მეთოდებით უპირისპირდება საკუთარ ხალხს, სამოქალაქო საზოგადოებას, მედიას, პოლიტიკოსებს და მათ შორის იმ საგარეო კურსს, რაც კონსტიტუციაში მკაფიოდ გვაქვს ჩაწერილი. ის, რომ სანქციები მოსალოდნელია, ამას მოწმობს 15 ივლისს დაგეგმილი განხილვა  საქართველოსთან დაკავშირებით", - ამბობს თეონა აქუბარდია. 

"ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ აღნიშნულ გზავნილს, რომელიც ბრიტანეთის საელჩომ გაავრცელა, შესაძლოა მალე მოჰყვეს სანქციებიც. 

პოლიტიკური ლიდერების განიტრალება, მათ მიმართ სისხლის სამართლსი დევნის დაწყება და დაპატიმრება ემსახურება იმ მიზანს, რომ ამ მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებში არ ჰქონდეს სრულფასოვან ბრძოალს ადგილი. ეს არის უმნიშვნელოვანესი გზავნილი ასეთი მაღალი წარმომადგენლობისა და ბუნებრივია, როდესაც საუბარია ცალკეული ქვეყნების და ევროკავშირის, როგორც გაერთიანების პოზიციაზე, ამას "ქართული ოცნებისთვის" ექნება პოლიტიკური ფასი, რომელიც შეიძლება, მათ შორის, სანქციებში გამოიხატოს", - აცხადებს გიორგი სიორიძე. 

საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა .

ერთობლივი განცხადების ხელმომწერები საქართველოში არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მკაცრად გმობენ "ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს", რომელიც მათი განცხადებით, "აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას".

ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ავტორიტარული მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება" - წერია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები