"ივანიშვილის წინააღმდეგ სრულფასოვანი სანქციების ამოქმედება მის ფინანსურ განადგურებას ნიშნავს" - ქევხიშვილი
"ივანიშვილის წინააღმდეგ სრულფასოვანი სანქციების ამოქმედება მის ფინანსურ განადგურებას ნიშნავს" - ამის შესახებ "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს" ანტიკორუფციული პროგრამის მენეჯერმა, სანდრო ქევხიშვილმა "პირველებთან" განაცხდა.
მისი თქმით, თუ ევროკავშირის წევრი ქვეყნები, განსაკუთრებით კი ბრიტანეთი ივანიშვილის წინააღმდეგ სრულფასოვან საქნციებს აამოქმედებს, რაც ჯერ არ მომხდარა, პრობლემა შეექმნებათა არა მარტო "ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ქართულ კომპანიებს, არამედ ამ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებსაც.
სანქციები ძალიან ძლიერი მექანიზმია. რეალურად, სრულფასოვანი ამოქმედება სანქციების ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ნიშნავს მის ფინანსურ განადგურებას, უბრალოდ, ეს არ მომხდარა ჯერ. მაგალითად, აშშ-ს სანქციები იყო ერთგვარი ყველაზე მსუბუქი, რაც შეიძლება მომხდარიყო. ეს სანქციები არ შეხო მის კომპანიებს, მაგრამ, ამის მიუხედავად, მას უკვე შეექმნა სეიოზული პრობლემები. მას ლიკვიდურობის პრობლემა აქვს, ანუ სახარჯი თანხა ძალიან ცოტა დარჩა. სრულფასოვანი სანქციები, განსაკუთრებით ბრიტანეთისგან რალურად ნიშნავს, რომ მის ქართულ კომპანიებსაც შეუწყდებათ ფინანსური ნაკადები, საბანკო მომსახურებები და ეს კომპანიები უბრალოდ გაჩერდება. მათ შორის, ამ კომპანიებში დასაქმებულ ადამიანებსაც პრობლემები შეექმნებათ. მათ გაუჭირდებათ ხელფასების მიღება. თუ ამ ადამიანებს სესხები აქვთ ქართულ ბანკებში, შესაძლოა, ეს სესხებიც გაეყინოთ ან მათი მომსახურება გაჭირდეს", - ამბობს ქევხიშვილი.
ცნობისთის, საქართველოში ბოლო დროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით, გუშინ დიდი ბრიტანეთის საელჩომ - ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიტვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროპის კავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ერთობლივი განცხადება გაავრცელა .
ერთობლივი განცხადების ხელმომწერები საქართველოში არსებული ვითარების გაუარესების გამო შეშფოთებას გამოხატავენ და მკაცრად გმობენ "ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებს", რომელიც მათი განცხადებით, "აშკარაა, რომ მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას".
ასევე აღნიშნულია, რომ "ქართული ოცნების" ანტიევროპული და ავტორიტარული მოქმედებები ხელს უშლის საქართველოს ურთიერთობას დემოკრატიულ სახელმწიფოებთან - "საქართველოს ხელისუფლების მიერ გატარებულმა პოლიტიკურმა რეპრესიებმა, გამოიწვია ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელოვანი გაუარესება" - წერია განცხადებაში.