20 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიება 6 წლის შემდეგ - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

12.07.25 15:30
20 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიება 6 წლის შემდეგ - რას ამბობს შალვა პაპუაშვილი

20 ივნისის საქმეზე დაწყებული გამოძიება 6 წლის შემდეგ - შალვა პაპუაშვილი ამბობს, რომ  გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, ამიტომ, მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს.

„ჩვენ გვაქვს სტრასბურგის გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყანას ავალდებულებს, რომ ამ საქმის ხელახალი გამოძიება იყოს. შესაბამისად, პროკურატურა ამ საკითხს იძიებს. ის, რომ 2019 წლის 20 ივნისს, პარლამენტზე შტურმი იყო, დაადგინა იმავე სტრასბურგის სასამართლომ და ამავე სასამართლომ დაადგინა, რომ შემდეგ, დაშლის ოპერაციის დროს, გადაცდომებთან დაკავშირებით გამოძიება სრულყოფილი არ იყო. ამიტომ ჩვენ სტრასბურგის სასამართოდან ორი მოცემულობა გვაქვს: ერთი, დადგინდა, რომ ეს იყო შტურმი, რომლის მოტივი და მიზანი საბოლოო ჯამში, ხელისუფლების დამხომა იყო. აბა, პარლამენტს სიამოვნების გამო არავინ შტურმით არ იღებს.

ეს იყო კანონიერ საზღვარს გამცდარი აქციის დაშლის ოპერაცია და ღონისძიება, ამ საკითხს ახლა პროკურატურა იძიებს. ჩვენ ვნახეთ, რომ ზუსტად გიორგი გახარიას მინისტრობის პირობებში ამ აქციის დაშლა ისეთი მეთოდებით მოხდა, რომელმაც ზიანი მიაყენა მოქალაქეებს, მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე გამოძიებული იყოს“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, პროცედურულ ნაწილში კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა და სახელმწიფოს გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება დაავალა. გუშინ რუსთაველის გამზირზე პროკურატურამ საგამოძებო მოქმედებები ჩაატარა. მტავარი საგამოძებო ორგანო ირწმუნებოდა, რომ 6 წლის შემდეგ 20 ივნისის სურათის აღდგენას ცდილობდნენ.

მსგავსი სიახლეები