პოლიციელის მამა აგარაკების ქურდობის საქმეზე იყო დაკავებული - ახდენდა თუ არა მათე დევიძის საქმის მოწმე, ბიძინა ჟამერაშვილი დაზარალებულებზე ზეწოლას?
ვინ არის პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, რომელის ჩვენების შემდეგ, 21 წლის მათე დევიძე ციხეში 4 წლითა და 6 თვით გაუშვეს. ქალი, კი რომელმაც დაწყევლა, ჟამერაშვილმა დააჭერინა.
როგორც "შაბათის ეთერს" უყვებიან, პოლიციელი ბიძინა ჟამერაშვილი, მამის მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის საქმის მოწმეებზე ზეწოლას ახდენდა და ამისთვის მის სამსახურეობრივ მდგომარეობას იყენებდა.
"ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტს არაერთი მოქალაქე უდასტურებს, რომ 2020 წლის 5-6 თებერვალს სოფელ ასურეთში ჟამერაშვილის მამამ, გიორგი ჟამერაშვილმა ორი აგარაკი გაქურდა და მოპარული ტექნიკის ნაწილი გაყიდა დანარჩენი კი დაალომბარადა.
მალევე ბიძინა ჟამერაშვილის მამა, გიორგი ჟამერაშვილი და მისი თანამზრახველი, თეიმურაზ მერაბიშვილი ქურდობის მუხლით დააკავეს. დაზარალებული "შაბათის ეთერს" უყვება, რომ პოლიციელის მამამ არ მხოლოდ გაქურდა მათი სახლები, არამედ ამ დანაშაულში სხვაც ჩაითრია.
ადგილობრივების თქმით, მას შემდეგ კი რაც ორივე დააკავეს, დაზარალებულების მტკიცებით, მათ მამის წინააღმდეგ, პოლიციიდან საჩივრის გამოტანას სწორედ პოლიციელი, ჟამერაშვილი სთხოვდა.
"შაბათის ეთერმა" დაადგინა, რომ პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის მამას, რომელსაც მრავალი წლით პატიმრობა ემუქრებოდა, საბოლოოდ, საპროცესო გარიგება გაუფორმეს,დაზარალებულებისათვის ზიანის ანაზღაურების პირობით.
ბიძინა ჟამერაშვილის მამა "შაბათის ეთერს" უდასტურებს, რომ ის ქურდობის საქმეზე დააკავეს, თუმცა ამტკიცებს, რომ სერიული ძარცვის საქმე მისი დაგეგმილი არ იყო. საპირისპიროს ამტკიცებს, გიორგი ჟამერაშვილთან ერთად დაკავებული თენგიზ მერაბიშვილი, რომელიც ხელს პოლიციელის მამას ადებს.
თენგიზ მერაბიშვილი ამბობს, რომ ასურეთის ზემო აგარაკებზე, სადაც სიცოცხლეში პირველად გიორგი ჟამერაშვილთან ერთად იყო, პოლიციელის მამამ მოტყუებით წაიყვანა.