ბრიყვი და უვიცი, შიში გალაპარაკებთ - უგულავა ღარიბაშვილს

06.10.21 12:19
ბრიყვი და უვიცი, შიში გალაპარაკებთ - უგულავა ღარიბაშვილს

პრემიერის ღია წერილს და საქართველოს მესამე პრეზიდენტზე თავდასხმას ფოთის მერობის კანდიდატი, გიგი უგულავა, ირაკლი ღარიბაშვილის შიშს უკავშირებს. 

უგულავას შეფასებით, ღარიბაშვილი ბრიყვი და უვიცია. ოპოზიციონერი  პრემიერს კოტე ყუბანეიშვილის ლექსს ახსენებს: "შენ რად გინდა სისხლიანი ბანერი, თავად ხარ სისხლიანი ბანერი და მაინც რა..."

რადგან კომენტარი წაშალეთ, აქედან გპასუხობთ თქვენს დილის პოსტზე. შიში გალაპარაკებთ, სირცხვილი ისედაც არასდროს გქონიათ. ბრიყვი და უვიცი რომ არ იყოთ, გეცოდინებოდათ - როცა პატიმარი შიმშილობს, ის ფიზიკურად ძაბუნდება, მაგრამ როგორც არასდროს, სულიერადაა მტკიცედ. ხოლო როცა პრემიერი პატიმარზე და მის ჯანმრთელობაზე ღლიცინებს, მასზე პასუხი კი დაგიწერეთ და აქაც გაახლებთ კოტე ყუბანეიშვილის ლექსს. ლექსის ბოლო შეგიძლიათ მოიძიოთ", - წერს გიგი უგულავა. 

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები