სკანდალი: სკოლის მოსწავლის წამების ორგანიზებისთვის დაკავებულია "ოცნების" მხარდამჭერთა ჯგუფის ლიდერი
"შაბათის ეთერმა" თბილისში მომხდარი საზარელი დანაშაულის დეტალები გაარკვია - "ტვ პირველის" გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისს ის 15 წლის მოზარდი დაუკავშირდა, რომელიც ორი კვირის წინ, ფაშისტური დაჯგუფების ტყვეობაში აღმოჩნდა. საუბარია სკოლის მოსწავლეზე, რომელიც 9 პირის მხრიდან ფსიქოლოგიური და ფიზიკური ანგარიშსწორების სამიზნე გახდა.
- მეცხრე კლასელი ბიჭი არაფორმალური დაჯგუფების წევრებმა თბილისში, "სამასი არაგველის" ტერიტორიაზე მიტოვებულ ადგილზე მუხლებზე დაყენებული აწამეს, სცემეს, დანით დასერეს, გააშიშვლეს და ღირსების შემლახავი ვიდეო კადრები გადაუღეს.
ერთადერთი მიზეზი, რის გამოც დაზარალებულმა ეს ფაქტები გაასაჯაროვა, სხვა
არასრულწლოვნების დაცვაა.
ერთს გთხოვთ მხოლოდ - ვისაც ასეთი რამე შეგემთხვევათ, თქვით, არ დამალოთ - გაუმხილეთ ვინმეს. სამართალდამცველ ორგაოებს, მეგობრებს, ნათესავს. თუ თქვენ ამ ამბავს დამალავთ, შეიძლება, ხვალ ტრაგიკული დასასრული ჰქონდეს ამ ამბავს. არ დამალოთ ბოროტება, არ მისცეთ უფლება მოძალადეს გარეთ იყოს - გარეთ არაკაცებს არაფერი ესაქმებათ!" - ამბობს დაზარალებული გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში.
მეცხრე კლასელი ბიჭის წამების საქმეზე ახლა ცხრა ადამიანია დაკავებული - აქედან მხოლოდ ორია სრულწლოვანი. დანარჩენები სკოლის მოსწავლეები არიან. ერთ-ერთი ვერსიით, 14-დან დან 17-წლამდე მოზარდები დანაშაულებრივ სქემაში იძულებით ჩართეს.
ბრალდებულებიდან ერთი, 15 წლის გოგონაა. დაპატიმრებულების უმრავლესობა
დუმილის რეჟიმშია. ჯერ პოლიციას არ ეუბნებიან, რამდენი მეთაური ჰყავს
რადიკალურ დაჯგუფებას, რომელიც სისხლიან ანგარიშსწორებას აწყობს თბილისის ქუჩებში.
გამოძიების ვერსიით, ამ შემზარავი საქმის მთავარი ფიგურანტი ერთხელ უკვე
ნასამართლევი, ფაშისტური დაჯგუფების ლიდერად მოხსენიებული 30 წლის ლევან აბესაძეა. მის იდეოლოგიურ მოკავშირედ და მთავარ მოძალადედ გიორგი
მუმლაძეა დასახელებული.
15 წლის ბიჭის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენებით ირკვევა, რომ საქართველოში რამდენიმე არაფორმალური ფაშისტური დაჯგუფებაა. ერთ-ერთ დანაყოფს "ბერგმანი" ჰქვია - დაახლოებით ათი წლის წინ შექმნილი დანაყოფის სახელწოდება ნაცისტურ გერმანიას და ერთ კონკრეტულ სამხედრო ბატალიონს უკავშირდება. მისი ლიდერი ლევან აბესაძეა, მეტსახელით "ბარტონა". მის მოკავშრეებად საქმის მასალებში დასახელებულია "ვაით ჰითი" და "ვაით მურდერი". ამ დანაყოფის მეთაური გიორგი მუმლაძეა, მეტსახელად "დელტა". 19 წლის მუმლაძე აბესაძეს დაქვემდებარებული პირია. ერთ-ერთი ვერსიით, ისინი არაფორმალური ჯგუფის წევრებს -არასრულწლოვნებს ტელეგრამ არხებზე არჩევდნენ. შემდეგ ამ მოზარდებზე ძალადობდნენ. დამცირების ეპიზოდებს კამერით იღებდნენ და კადრებს შანტაჟისთვის იყენებენ.
მე როდესაც გავეცანი "ბერგმანის" იდეოლოგიას და მათ ქმედებებს გამიჩნდა ზიზღი, რადგან მათ ჯგუფში იდებოდა ვიდეოჩანაწერები, სადაც ხალხს ცემდნენ, აბულინგებდნენ, აყენებდნენ შეურაცხყოფას და პნევატური იარაღით ემუქრებოდნენ, საჯაროდ ახდევინებდნენ ხალხს ბოდიშს და შემდეგ ტვირთავდნენ ტელეგრამის ჯგუფებში"- წერს ჩვენებაში დაზარალებული.
15 წლის მოზარდი პოლიციას უყვება, რომ ფაშისტური დაჯგუფების გვერდი
სოციალურ ქსელში იპოვა, იქ ჩანდა, რომ ასობით მის თანატოლს ჰიტლერის
იდეებით კვებავდნენ. ყველაფერი კი გინებით დაიწყო. მეცხრე კლასელმა ტელეგრამის ღია ჩატში - ძალადობრივი დაჯგუფების წევრებს სიტყიერი შეუტრახრაოფა მიაყენა.
ამის შემდეგ მას ჯერ უკერეკავენ, შემდეგ შეხვედრაზე იბარებდნენ, ბოლოს, საქმეში არასრულწლოვანი გოგონა ჩნდება, რომელიც მსხვერპლან მეგობრობდა. გოგონა 15 წლის ბიჭსს შეხვედრას სთხოვს ქეთევან წამებულის გამზირზე. ადგილზე კი სთხოვს გაყვეს ერთ ერთი რესტორნის გვედით მდებარე მიტოვებულ შენობაში.
დაახლოებით 6 საათისთვისდავიძარით ნანგრევებისკენ, როდესაც ჩავედით ნანგრევებში, უცებ, შემოვარდა ნიღბიანი ბიჭი, რომელსაც "მაიკა" ჰქონდა აფარებული. ტანზე არაფერი ეცვა, ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი და მითხრა - დაიჩოქეო. მომიშვირა იარაღი, დამიწყო ყვირილი - "დაიჩოქეო", შემეშინდა და ვიკითხე, რატომ უნდა დავიჩოქოთქო და ამ დროს შემოვარდა კიდევ 6 ბიჭი. მათ
ყველას ჰქონდათ დანები და კიდევ ერთს ჰქონდა შავი ფერის იარაღი. მიყვიროდნენ დაიჩოქეო - "დავიჩოქე მუხლებზე".შემოვარდნილი ბიჭიდან ერთი ამოვიცანი, ის გიორგი მუმლაძე იგივე
"დელტა" იყო. მკითხა: "შენ ვის შეაგინეო?" - ხელში ეჭირა შავი ფერის იარაღი და დიდი ზომის ე.წ. მაჩეტე - დანა და მე ვუთხარი, "ბერგმანს" და ლუკა ალანიასთქო და მაშინვე დამარტა ხელი. შემდეგ ყველამ ერთად დაიწყეს ცემა ხელებით და ფეხებით. მირტყამდნენ სხეულის სხვადასხვა ნაწილში და მისმევდნენ დანას, დამსერეს ზურგის არეში. ყველა დანარტყამი ძალიან მტკიოდა და ვთხოვდი გაჩერებას, მაგრამ
ჩემი არავის ესმოდა"- აღნიშნულია დაზარალებულის ჩვენებაში.
ფიზიკური ანგარისწშორების, წამების შემდეგ, საქმის მასალების თანახმად, ღირსების შემლახავი მოპყრობის სერია იწყება. ყოფილი აბანოს ტერიტორიაზე, მიტოვებულ ადგილას, მეცხრე კლასელს გინების გამო იძლებით აშიშვლებენ და ფოტოებსა და ვიდეოკადრებს უღებენ.
გამოართვეს მობილურის გასახსნელი პაროლიც - უნდოდათ მისი გაძარცვაც. ამიტომ შეამოწმეს ინტერნეტ ნანკი და "სქულ ქარდიდან" ასი ლარი, ჯიბიდან კი ორი ლარიანი მონეტ წაართვეს.
დაურეკა ვიღაცას და მიმართა "ბარტონას" სახელით. "ბარტონას" ეძახიან ლევან აბესაძეს. საუბრის დროს, გიორგი მუმლაძემ უთხრა, ჩემზე რომ მცემეს და ბოდიში მომახდევინეს. აბესაძემ "ერთი დამალაპარაკეთ ეგო". მე ვიცანი მისი ხმა, რადგან ჩათებში აგდებდნენ ხოლმე მის ვიდეოებს. მუმლაძემ ჩემსკენ მოატრიალა ტელეფონი. ვიდეოზარში დავინახე ლევან აბესაძე და მოვუხადე ბოდიში"- უყვება პოლიციას დაზარალებული მეცხრე კლასის მოსწავლე.
ამის შემდეგ, გამოძიების მიხედვით, მოძალადეები მსხვერპლს თავს ანებენენ. მაგრამ იქვე აფრთხილებენ რომ არავისთან ძალდობის შესახებ არ მოყვეს.
ირკვევა, რომ თავდამსხლებიდან დიდი ნაწილი ნიღბებში იყო, მაგრამ ცემის ბოლოს ყველამ ნიღაბი მოიხსნა. 26 ივნისს, საავადმყოფოში მოთავსებულმა მოზარდმა ინსტაგრამ სთორიზე აღმოაჩინა მისი ცემის ამსახველი ფოტო, სადაც შიშშველი ჩანდა და თავზე მიბჯენილი ჰქონდა იარაღი.
ვინ არიან ძალადობის ორგანიზატორები?
გამოძიებამ გაარკვია, რომ ძალადობას სამასი არაგველის ტერიტორიაზე 19 წლის
გიორგი მუმლაძე ხელძღვანელობდა. მუმლაძის იდეოლოგიურ მამად - ლევან აბესაძეს მიიჩნევენ - ის ყოფილი სპორსმენია, რომელიც დანაშაულის სცენას რეალურ დროში ვიდეო ზარით უყურებდა.
მისი სახელი და გვარი "შაბათის ეთერის" არქივში იძებნება, როცა გამომძიებელ ჟურნალისტთა ოფისმა 2021 წელს პოლიტკოსების უკანონო მოსმენების დამადასტურებელი მტკიცებულები - სუს-ის ფაილები მოიპოვა.
მაშნ იქ იყო ოპერატიული ცნობები ლევან აბესაძეზე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მას "ქართული ოცნების" მხარდამჭერად მოიაზრებდა და პარტიასთან თანამშრომლობდა.
ფაქტს, რომ აბესაძე "ქართულ ოცნებას" "ეხმარებოდა" დაკავებული აბესაძის დედა "შაბათის ეთერს" უდასტურებს, იხსენებს, რომ მის შვილს დაპირისპირება ჰქონდა ოპოზიციის ლიდერთან.

არის კიდევ ერთი დეტალი, აბესაძეზე სოციალურ ქსელში წერენ, რომ ის შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის, ვახტანგ გომალაურის ნათლია, რასაც დაკავებულის დედა კატეგორიულად უარყოფს. ქალი ამტკიცებს, რომ ყოფილ ძალოვანთან, მხოლოდ ოჯახი მეგობრობდა.