ზუგდიდში 19 წლის საბა ჯიქიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა
ზუგდიდში 19 წლის საბა ჯიქიას მხარდასაჭერი აქცია გაიმართა - "თავისუფლება სინდისის პატიმრებს"- სკანდირებდნენ ადმინსიტრაციული შენობის წინ შეკრებილები.
"მე სამი წელი ვმუშაობდი "ოცნების" კოორდინატორად. საბამ პირველად რომ დამირეკა იქიდან [ციხიდან] მითხრა - ბებო, შენმა "ოცნებამ" დამიჭირაო. მე ბოდიში მოვუხადე და დღესაც ვუხდი ჩემს საბას ბოდიშს, რომ ვერაფერი ვქენი ჩემი საბასთვის. აწი, "ოცნებისკენ" არც გავიხედავ არასდროს" - ამბობს "ნეტგაზეთთან" მარინე ლაგვილავა, საბა ჯიქიას ბებია.
10 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, თამარ მჭედლიშვილმა 19 წლის საბა ჯიქიას 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა.
საბა ჯიქიას პოლიციელზე თავდასხმას ედავებოდნენ.
საქმეში „დაზარალებული“ გდდ-ის თანამშრომელი ბექა გოტიაშვილია, რომელიც თავადაც ამბობს, რომ დაზიანება არ მიუღია.