რუსული რეჟიმის რუსული სტილით დაწერილი ტექსტი - ლაშა ფარულავა "ოცნების" განცხადებაზე

13.07.25 14:33
რუსული რეჟიმის რუსული სტილით დაწერილი ტექსტი - ლაშა  ფარულავა "ოცნების" განცხადებაზე

რუსული რეჟიმის რუსული სტილით დაწერილი ტექსტი, - ასე აფასებს "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლაშა ფარულავა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი "ქართულ ოცნებას" პოლიტიკურ კეთროვნად მოიხსენიებს და ამბობს, რომ "ტერორისტთან" საუბარს არავინ ისურვებს. 

ეს არის რუსული პარტიის, რუსული რეჟიმის რუსული სტილით დაწერილი განცხადება, რომელიც ქართველი ხალხის მომავალს, ევროპას მტრად აცხადებს. ეს არის ივანიშვილის დამოკიდებულება. მან გააუქმა ქვეყანაში დემოკრატია, არღვევს სისტემურად ადამიანის უფლებებს. ივანიშვილის რეჟიმი არის იზოლაციაში. ის არის როგორც პოლიტიკური კეთროვანი, მარილის ლოდი და მას არ აქვს გამოსავალი. მან მძევლად აიყვანა პოლიტიკური ლიდერები, თუმცა მას არავინ დაუწყებს ლაპარაკს, ვინაიდან ის არის ტერორისტი და ტერორისტთან არავინ ლაპარაკობს და შესაბამისად, მას დაეკისრება პასუხისმგბელობა, - ამბობს ლაშა ფაულავა. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო 17 ევროპელი მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს უპრეცედენტო ბრალდებებით პასუხობს. წერილში "ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ინსტიტუტებს "დიპ სტეიტის" აგენტურად  და საბჭოური სტილის პროპაგანდის გამავრცელებლებად მოიხსენიებს.

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ან უკანონო დაპატიმრებები ხდება და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ევროპელ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

დიფ სთეითთან კომპრომისს ვერ დავუშვებთ, - ნათქვამია განცხადებაში. 

 

მსგავსი სიახლეები