დაპირისპირება სამტრედიაში - კალაძის მამა ოპოზიციის აქციაზე გამოჩნდა (ვიდეო)
ხმაური სამტრედიის საოლქო კომისიასთან - ოპოზიციის აქციაზე კახი კალაძის მამა, კარლო კალაძე, გამოჩნდა. კალაძე ოპოზიციის აქციას ავტომობილიდან ნიღბიან მხადამჭერებთან ერთად აკვირდებოდა. კარლო კალაძესთან კითხვების დასმა მედიამ სცადა, რასაც მისი თანმხლები "ქართული ოცნების" მხადამჭერების გაღიზიანება მოჰყვა. აქციის მონაწილეების თქმით, კარლო კალაძე მანქანიდან მითითებებს იძლეოდა.
საბოლოოდ "ქარული ოცნების" ლიდერის მამა ტერიტორიიდან მედიას გაექცა. ადგილზე კი პოლიციის გამოძახება გახდა საჭირო.