"რუსეთშია დაწერილი" - სამუშია "ოცნების" განცხადებაზე

13.07.25 17:44
"რუსეთშია დაწერილი" - სამუშია "ოცნების" განცხადებაზე

კოალიცია "ძლიერი საქართველოს" წევრი ლევან სამუშია ამბობს, რომ "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადება, რომელიც მათ დღეს გაავცელეს, რუსეთშია დაწერილი. პოლიტიკოსის შეფასებით, ეს პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოზიციაა.

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ ეს არის რუსეთში დაწერილი განცხადება და რუსული ოცნების, თავიანთი წარმომადგენლების მეშვეობით გავრცელებული, მათი სახელით გავრცელებული განცხადება. ეს არის პირდაპირ საქართველოს სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ მიმართული პოზიცია. 

ჩვენი პარტიის ლიდერები იმიტომ არიან ტყვეობაში, რომ მათ აქვთ პრინციპული არჩევანი, ისინი არ აღიარებენ რეჟიმს და პირდაპირ ვთქვათ, არაღიარების გამო, თავიანთი პრინციპული პოზიციის გამო არიან ეს ადამიანები საპყრობილეში, - ამბობს სამუშია. 

"ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭო 17 ევროპელი მინისტრისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის წერილს უპრეცედენტო ბრალდებებით პასუხობს. წერილში "ოცნების" ხელისუფლება დასავლურ ინსტიტუტებს "დიპ სტეიტის" აგენტურად  და საბჭოური სტილის პროპაგანდის გამავრცელებლებად მოიხსენიებს.

"ქართული ოცნება" უარყოფს, რომ ქვეყანაში პოლიტიკური დევნა ან უკანონო დაპატიმრებები ხდება და ამტკიცებს, რომ საერთაშორისო კრიტიკა ქვეყნის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობა და ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ამასთან, ივანიშვილის გუნდი ევროპელ ლიდერებს ქვეყანაში არეულობის მცდელობაში ადანაშაულებს. 

დიფ სთეითთან კომპრომისს ვერ დავუშვებთ, - ნათქვამია განცხადებაში.