“რიჟვაძე თურქეთში მხოლოდ ივანიშვილის ნებართვის შემდეგ გადაიყვანეს” - რა ხდებოდა საბედისწერო გასწოლამდე?

13.07.25 20:02
“რიჟვაძე თურქეთში მხოლოდ ივანიშვილის ნებართვის შემდეგ გადაიყვანეს” - რა ხდებოდა საბედისწერო გასწოლამდე?

მძიმედ დაჭრილი აჭარის მეთაური სამკურნალოდ თურქეთში მხოლოდ მას შემდეგ გაუშვეს, რაც აამის ნებართვა ბიძინა ივანიშვილმა მისცა. ამ სკანდალურ განცხადებას "პირველებთან" საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი აკეთებს. მურთაზ ზოდელავას ინფორმაციით, ირაკლი კობახიძე დაჭრილი თანაგუნდელის სანახავად მესამე დღეს მხოლოდ ივანიშვილთან შეთანხმების შემდეგ მივიდა.

"ოცნების" ყოფილი ჩინოვნიკის სავარაუდო თვითმკვლელობის მცდელობიდან თითქმის ერთი კვირის თავზე გამოძიება ოფიციალურ ვერსიას არ ასაჯაროებს. საქმე, რომელზეც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესია, პროკურატურას გასაიდუმლოებული აქვს.

ვინ მიიყვანა თორნიკე რიჟვაძე თვითმკვლელობამდე, არსებობენ თუ არა ეჭვმიტანილები და რა ხდებოდა საგარეჯოში, გასროლამდე რამდენიმე საათით ადრე? არცერთ კითხვაზე პასუხი საქმის პროკურორს არ აქვს.

შაბათის ეთერმა გაარკვია, რომ "ქართული ოცნების" ერთ-ერთი მოქმედი მაღალჩინოსნის სახელით, აჭარის მთვრობის ყოფილ უფროსს დიდი ფულის მიტანას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, კი ციხით ემუქრებოდნენ. ბოლო შეხვედრა შუამავლებთან საბედისწერო გასროლამდე რამდენიმე საათით ადრე თბილისში შედგა. უცნობია რა უთხრეს "ოცნების" ექს მაღალჩინოსანს, თუმცა ინფორმირებული წყაროს თქმით, რიჟვაძე დარწმუნდა, რომ მისი დაკავება გადაწყვეტილი იყო.

ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.