ევროსანქციების მოლოდინში - "ოცნება" 17 ქვეყნის კრიტიკას თავდასხმით პასუხობს
15 ივლისს ბრიუსელში გამართავენ შეხვედრას, რომელზეც იმ პირთა შესაძლო სანქცირების საკითხი განიხილება, ვინც ევროკავშირის შეფასებით, საქართველოში დემოკრატიის დასუსტებაზე, ადამიანის უფლებების დარღვევებზე, საგარეო კურსის ცვლილებასა და პოლიტიკური კრიზისის გაღრმავებაზეა პასუხისმგებელი. მათ შორის, ყურადღების ცენტრში არიან პოლიტიკური თანამდებობის პირები და მაღალი რანგის მოსამართლეები.
ამ ფონზე, როგორც ჩანს, მმართველ პარტიაში შიდა დაძაბულობა გაღრმავდა. წყაროთა ცნობით, „ქართული ოცნების“ რიგებში ბევრს ესმის, რომ ევროკავშირის სანქცირების „შავ სიაში“ მოხვედრა მათ პოლიტიკურ მომავალზე სერიოზულ ზეწოლას მოახდენს.
სწორედ ბრიუსელის შეხვედრამდე ორი დღით ადრე, "ქართულმა ოცნებამ" გაავრცელა წერილი, რომელიც კონსპირაციულ თეორიებზეა აგებული და საერთაშორისო პარტნიორების მიმართ ღია აგრესიას შეიცავს. ტექსტში ივანიშვილის პარტია ამტკიცებს, რომ საქართველო „იდეოლოგიური ოკუპაციის საფრთხის წინაშე დგას“, ხოლო ხელისუფლება „დიპ სთეიტის აგენტურისგან“ იცავს ქვეყანას.
ოპოზიცია და ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ „ოცნების“ განცხადება ბრიუსელში მოსალოდნელი სანქციების პრევენციის მცდელობაა.
ვრცლად ნახეთ ნინო ელიკაშვილის რეპორტაჟში.