ივანიშვილის გამორჩეული კლოუნის განცხადება ბევრად მეტს ამბობს საკუთარ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე - ბოკერია ღარიბაშვილზე
"ევროპული საქართველოს" ლიდერის, გიგა ბოკერიას შეფასებით, ღარიბაშვილის განცხადება სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ ბევრად მეტს ამბობს თავად წერილიც დამწერზე. ბოკერია პრემიერის განცხადებას საფრთხის შემცველად მიიჩნევს.
ივანიშვილის ამ გამორჩეული კლოუნის ეს მცდელობა ფსიქოანალიზის და ვითარების შეფასების ბოდვა არის და ბევრად მეტს გვეუბნება მასზე და იმ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, რომელშიც თვითონ არის თვითონ ივანიშვილი და მისი გარემოცვა. საგანგაშოა ეს მდგომარეობა, როცა ასეთი ბოდვის დამწერი ადამიანი მართავს ქვეყანას ფორმალურად მაინც, ეს არის უაღრესად დიიდ საფრთხე ჩვენი ქვეყნისათვის", - ამბობს გიგა ბოკერია.
ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს, იმის შესახებ თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში.
პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.
განცხადებაში პირველი პირი სააკაშვილის "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს რას ეყრდნობა.
ამასთან, მთავრობის მეთაური სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა.