"ოცნება" სანქციების მოლოდინში - რა შეზღუდვებს განიხილავს ბრიუსელი და რა მოლოდინები აქვთ დიპლომატებს
"ქართული ოცნება" ევროკავშირის გადაწყვეტილების მოლოდინშია. საქმე ეხება ხვალ ბრიუსელში ჩანიშნულ სხდომას, სადაც საგარეო საქმეთა მინისტრები იმ პირების დასანქცირებაზე იმსჯელებენ, ვინც, მათი შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევაში არიან მხილებულნი.
ყოფილი დიპლომატები ამბობენ, რომ დასასანქციებელთა სიაში არიან "ოცნების" მაღალჩინოსნები და ასევე კონკრეტული მოსამართლეები.
მამუკა ჟღენტი ფიქრობს, რომ უნგერთი, რომელიც მსგავს საკითხებს მუდმივად ბლოკავს, საბოლოოდ, მაინც რაღაცას "გამოივაჭრებს" და კონსესუსი შედგება.
მეორე სხდომაა, სადაც კონკრეტულ სანქციებზე მიდის მსჯელობა. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები, ვნახოთ, რას გამოვაიჭრებს უნგრეთი, იმიტომ, რომ თუ "ქართულ ოცნებას" კვლავ სჯერა, რომ ახლა უნგრეთი მათ საფლავში ჩაყვება, ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთზეც ბოლომდე ბლოკავდნენ, თუმცა ბოლოს ორბანმა რაღაცა გამოივაჭრა. შესაბამისად, იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება სიას, ჩემი ინფორმაციით, არიან პოლიტიკოსებიც, პირველ რიგში, ივანიშვილის უახლოესი გარემოცვა როგორც ძველი, ასევე ახალი, ის, ვინც დღეს ცოტა განყენებულია, არა მგონია ისინი დარჩნენ პასუხისმგებლობის გარეშე, მაგრამ რაც ასევე საინტერესოა, ჩასმულია და საუბარი არის ამაზე, გვარებს ვერ დავასახელებ, მაგრამ არის კონკრეტულ მოსამართლეებზე საუბარი, - ამბობს დიპლომატი მამუკა ჟღენტი.
კიდევ ერთი დიპლომატი გიგი გიგიაძე ამბობს, რომ საუბარია უვიზო მიმოსვლის შეჩერებასა და საქართველოს სვიფტიდან გათიშვაზეც. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხებზე შეჯერება რთული არ იქნება, რადგან ამის განხორციელებას ევროკავშირის წევრი ქვეყნების მატივი უმრავლესობა სჭირდება ანუ 27 ქვეყნებიდან 15 ქვეყნის თანხმობა იქნება საკმარისი.
მარტო ფინანსური არ იქნება, აქ იქნება ასევე სავიზო შეზღუდვებიც, ცხადია. ასევე, რაც არის, სავიზოზე რადგან ვსაუბრობთ, იქნება ასევე განხილული მთელ ქვეყანასთან მიმართებით როგორ უნდა შეიცვალოს. აქაც განსხვავებული აზრი იყო იმ ქვეყნებს შორისაც კი, რომლებიც საქართველოსთან მიმართებით სავიზო რეჟიმის შეჩერებას. ჩვენ ასევე ვიხილეთ, რომ უკვე საუბარია სვიფტიდან საქართველოს გათიშვაზე, საუბარია ასოცირების შეთანხმების გადახედვაზე. ანუ ეს არის ის ნაბიჯები, რომლებიც იქნება განხილული ხვალ. ყველა ეს საკითხი არის სრულიად თავისუფლად შესაძლებელი, რომ მოხდეს მათზე პოზიციის შეჯერება, არცერთი მათგანი არ საჭიროებს კონსესუსს. მათ სჭირდებათ მარტივი უმრავლესობა ანუ 27 ქვეყნიდან მხოლოდ 15 ქვეყნის თანხმობაა აუცილებელი, - ამბობს დიპლომატი გიგი გიგიაძე.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში ხვალ, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-პირიან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც სავარაუდოდ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.