სად გაქრა მამუკა მდინარაძე?-ლევან ხაბეიშვილი “ოცნებაში“ მიმდინარე შიდა გარჩევებზე საუბრობს
სად გაქრა მამუკა მდინარაძე? - ოპოზიცია მმართველი პარტიის ლიდერს ეძებს. “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერს, ლევან ხაბეიშვილს აქვს ეჭვი, რომ “ოცნებიდან“ მდინარაძეა სწორედ ის პირი, ვისი დავალებითაც ფინანსურ დარღვევებში მხილებულ ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებზე და ბიზნესმენებზე ზეწოლას ახდენენ.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მდინარაძეს თბილისის მერობა უნდა, ამ მიზნისთვის კი საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას იყენებს რომელიც, მისივე თქმით, მასთან დაკავშირებული პირებით დაკომპლექტდა.
ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “ოცნების“ ლიდერი სწორედ კალაძეზე აგროვებს კომპრომატებს და აიძულებს უკან დააბრუნოს ფული.
ხაბეიშვილი რიჟვაძის საქმეზე მის დუმილსაც უსვამს ხაზს და არ გამორიცხავს, რომ “საერთოდაც ესწრებოდა საგარეჯოში მომხდარ “რაზბორკას“.
მდინარაძე არის ივანიშვილის მთავარი “შავი კასის“ ხელმძღვანელი, მან უნდა მიუტანოს ქეში ივანიშვილს, ერთგულება იყიდოს შავი ფულით. ის არის მთავარი, ვინც ესაუბრება ჩინოვნიკებს, ვის რამდენი აქვს მოსატანი. კალაძეზეც “დანოსშიკი“, ამბის მიმტანი ეს არის. კალაძის ენით რომ ვთქვათ, შპიონია. მერობა უნდა ამ კაცს, იმიტომ იყო, რომ შინაგან სამქეთა მინისტრობა ფაქტობრივად შეეძლო, მაგრამ გეკა დანიშნა, პროკურორად კი ვიღაც გაურკვეველი ადამიანი. მდინარაძის ქვეშ არიან კრიმინალები, რომლებიც, ფაქტობრივად, იარაღით დარბიან. როგორი საქმის გარჩევებია ბათუმშიც, თბილისში, როგორ წაართვეს მაჯის საათი, საფულე რიჟვაძე. მდინარაძესთან დაკავშირებით კითხვები არის და თუ ასე არ არის, მისი მეგობარი ლამის მოკლეს, ერთი კომენტარი გინხავათ სადმე? ადამიანი ყველაფერზე რომ კომენტარს აკეთებს, ყველაფერზე პირში გვივარდება, სად არის, 1 0 დღეა არ გამოჩენილა. ერთი პოსტი დაეწერა, ან შეწუხებულიყო რიჟვაძის ამბით,რატომ არ აკეთებს? იმიტომ რომ, არსებობს ეჭვი, რომ საერთოდაც ესწრებოდა იმ “რაზბორკას“. უნდა იცოდეს საზოგადოებამ, რომ ბიზნესმენების “დაკაჩავების“ მიმართულებით, მისი “პაძელნიკი“ გოჩა ენუქიძეა,- ამბობს “პირველებთან“ ხაბეიშვილი.