შიდა გარჩევები “ოცნებაში“- ოპოზიცია არ გამორიცხავს, რომ “საჩვენებელი დაკავებები“ კვლავ გაგრძელდება
შიდა გარჩევები “ოცნებაში“-ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა პარტიაში შიდა კლანური დაპირისპირებაა.
ოპოზიციის შესაფსებით, “ახლა საზოგადოება ძალების გადათამაშების მცდელობას უყურებს და მალე გამოიკვეთება, ვინ ჩაიბარებს ქვეყნის მართვის სადავეებს“.
პოლიტიკური ლიდერები იმასაც არ გამორიცხავენ, რომ დაკავებების რამდენიმე სერიაც ვიხილოთ, მათ შორის “ოცნების“ მოქმედი მაღალჩინოსნების, თუმცა, მათი თქმით, “ეს არის საზოგადოების თვალების ასახვევად, თითქოს, “ოცნება“ კორუფციას ებრძვის“.
მსგავსი ფაქტების გამომზეურება მომავალშიც გაგრძელდება, ობიექტური დასკვნა, გამოძიების შესახებ არ იქნება, მაგრამ ეს არის კიდევ ერთი გზავნილი “ოცნების“ წიაღში, რომ ვინც ხმას ამოიღებს, მის მიმართ გატარდება უმკაცრესი ღონისძიებები, თუმცა, შესაძლოა, ამითაც არ შემოიფარგლონ და საჩვენებლი დაკავებები კვლავ გააკეთონ, მაგრამ ეს ვერ გადაწონის მთლიანად ქვეყანაში არსებულ სიტუაციას, იმ უმძიმეს ფაქტებს, რაც იყო კორუფციის, ნეპოტიზმის, ტრანსნაციონალური დანაშულების მიმართულებით,- განაცხადა “ლელო ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლანა გალდავამ.
რიჟვაძის საქმე იმდენად ბურუსითაა მოცული, რომ რამე კონკრეტიკაზე საუბარი რთულია. ერთადერთი რაც ნათელია, არის ის, რომ „ოცნებაში“ მიმდინარეობს შიდა კრიმინალური გარჩევები და იმ ფულის, რომელიც “ოცნების“ არაერთმა მაღალჩინოსანმა ხალხს მოპარა, დაბრუნებას სთხოვენ, ოღონდ არა ხალხისთვის, არამედ ისევ “ოცნების“ შავ ყულაბაში, - ამბობს „გახარია საქართველოსთვის“ ლდიერი, გიორგი შარაშიძე.