მდარე, ორღობის ჭორაობის ხარისხი - ანა ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის წერილზე

06.10.21 13:13
მდარე, ორღობის ჭორაობის ხარისხი - ანა ნაცვლიშვილი ღარიბაშვილის წერილზე

"ლელოს" წევრის, ანა ნაცვლიშვილის. შეფასებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის წერილი სააკაშვილის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ შემაშფოთებელია. 

მოდის აყოლა არის ღარიბაშვილის მხრიდან, თუმცა  ეს ანალიზიც არის ძალიან  მდარე, ორღობის ჭორაობის ხარისხის წერილია. ყველაზე უფრო შემაშფოთებელი ამ წერილში არის ის, რომ ადამიანი, რომელსაც ფორმალურად აქვს ძალიან მაღალი თანამდებობა, ვერ გამოდის პარტიული ჩინოვნიკის ნაჭუჭიდან", - ამბობს ანა ნაცვლიშვილი. 

ირაკლი ღარიბაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლასთან დაკავებასთან დაკავშირებით წერილი გამოაქვეყნა. ვრცელ მიმართვაში მთავრობის მეთაური სხვადასხვა ვერსიას ავითარებს იმის შესახებ, თუ რატომ ჩამოვიდა მესამე პრეზიდენტი საქართველოში. 

პრემიერი ღარიბაშვილი, გიორგი გახარიას მსგავსად, სააკაშვილსაც ნარკოდამოკიდებულის იარლიყს აკრავს.

განცხადებაში პირველი პირი სააკაშვილის  "ფსიქოლოგიური და ფსიქიკური" მდგომარეობის შესახებ საუბრობს, თუმცა ღარიბაშვილი არ აკონკრეტებს, რას ეყრდნობა. 

ამასთან, მთავრობის მეთაური  სააკაშვილის "რევოლუციურ განზრახვაზეც" საუბრობს და იმუქრება, რომ 3 ოქტომბერს ენმ-ს დაგეგმილ აქციას წყლის ჭავლითა და მხუთავი აირით დაშლიდა. 

 

მსგავსი სიახლეები