ევროსანქციები "ოცნების" წინააღმდეგ - სლოვაკეთი ვეტოს მოხსნის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ერთი პირობით

14.07.25 15:46
ევროსანქციები "ოცნების" წინააღმდეგ - სლოვაკეთი ვეტოს მოხსნის მზადყოფნას აცხადებს, თუმცა ერთი პირობით

"ტვ პირველისთვის" ცნობილი ხდება, რომ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი მზად არის, უკან გაიწვიოს ვეტო იმ შემთხვევაში, თუ "ქართული ოცნების" წარმომადგენლების წინააღმდეგ ევროკავშირის ერთობლივ სანქციებს უნგრეთის შეუერთდება.

საუბარია იმ პოლიტიკურ და სასამართლო პირებზე, რომლებიც ბრიუსელის შეფასებით, საქართველოში ადამიანის უფლებების სისტემურ დარღვევებში ფიგურირებენ. საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების ლიდერები ხვალ, 15 ივლისს, ბრიუსელში მიიღებენ.

ამ დროისთვის სანქციების დაწესებას აქტიურად ბლოკავენ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი და სლოვაკეთის მთავრობის მეთაური რობერტ ფიცო. თუმცა, ბრატისლავაში მიანიშნებენ, რომ ფიცო მზად არის, შეცვალოს პოზიცია, თუკი ბუდაპეშტიც შესაბამის ნაბიჯს გადადგამს და  საერთო შეთანხმებას შეუერთდება.

ბრიუსელში დაგეგმილი შეხვედრის წინ "ქართული ოცნების" ლიდერები საჯარო განცხადებებში კვლავაც  უცხოურ გავლენებზე და  ე.წ. დიფსტეიტის გავლენებზე საუბრობენ.