რა მოხდა ბაჩიაშვილის საკანში - იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ

14.07.25 13:34
რა მოხდა ბაჩიაშვილის საკანში - იუსტიციის სამინისტროში ამბობენ, რომ განცხადებას გაავრცელებენ

რა მოხდა გიორგი ბაჩიაშვილის საკანში? - იუსტიციის სამინისტროში "პირველებს" უთხრეს, რომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის საქმეზე განცხადებას გააკეთებენ. 

ამის შესახებ "პირველებს" უწყების პრესსამსახურში მას შემდეგ განუცხადეს, რაც "ტვ პირველს" ეთერში, გავიდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ გიორგი ბაჩიაშვილს სამარტოო საკანში ფიზიკურად გაუსწორდნენ. 

"ტვ პირველის" წყაროს ცნობით,  ბაჩიაშვილის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ პატიმრის კლინიკაში გადაყვანა გახდა საჭირო და ახლა 40 წლის პატიმარი, გლდანის #18 სამკურნალო დაწესებულებაშია მოთავსებული.