ჭორიკანა, ენაჭარტალა, კაცუნა - მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ღარიბაშვილის წერილს აფასებენ
საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს, ციხეში ადვოკატები ამ წუთებში ხვდებიან და სავარაუდოდ, მოქმედი პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის, ვრცელ წერილს აცნობენ.
რუსთავის ციხეში შესვლამდე უფლებადამცველებმა ღარიბაშვილის თეორიები შეაფასეს და თქვეს, რომ ხელისუფლებას მიხეილ სააკაშვილის საჯარო აქტიურობის ეშინია.
ჩვენ დღეს ვნახეთ ივანიშვილის ოჯახის მოურავის სრულიად სამარცხვინო განცხადება, სადაც ის საუბრობს ვითომ სააკაშვილის ვაჟკაცობაზე და რელევანტურობასთან დაკავშირებით აყენებს კითხვის ნიშნებს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს არის ადამიანი, რომლისთვისაც ვაჟკაცობა არის სკოლის მოსწავლეებთან "კანარეიკიანი" მანქანებით გაგზავნა და ბავშვების "დაკაჩავება", რომ მეორე დღეს სკოლაში ვერ მივიდნენ, რომელ ვაჟკაცობაზე ვსაუბრობთ", - თქვა საძაგლიშვილმა.
მიხეილ სააკაშვილის კიდევ ერთი ადვოკატის, ბექა ბასილაიას, განცხადებით კი ღარიბაშვილის წერილი "ჭორიკანა, ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას" განცხადებაა.
ბასილაია აღნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის მესამე პრეზიდენტის პანიკური შიში აქვს.
ეს არის ჭორიკანა, ენატლიკინა, ტუტუცი კაცუნას განცხადება და სერიოზულ განმარტებას ამასთან დაკავშირებით ვერ გავაკეთებთ.
სამი-ოთხი დღის წინ მოგვევლინა, როგორც პოლიცმეისტერი ნიკანდრო ქირია, როცა მიშას დაკავება ივანიშვილს უპატაკა.
წაუყენონ მიშას საზღვრის კვეთაზე ბრალდება, რატომ არ უყენებენ?! იმიტომ არ უყენებენ, რომ მერე სასამართლოს ჩანიშვნა მოუწევთ და ეშინიათ სააკაშვილის დარბაზში გამოჩენის. ეს არის სიმართლე! სიმართლე არის ის, რომ ხელისუფლება მხდალია", - თქვა ბასილაიამ.