თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია ჩვენ არ დაგვიბრალებია-მამუკა მდინარაძე
მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე განხორიელებულ ტერორში დაადანაშაულა, ის ჟურნალისტებთან პარლამენტის ეზოში გამოჩნდა.
ივანიშვილის გუნდის წევრი ადასტურებს, რომ აჭარის მთავრობის ყოფილ თავმჯდომარესთან კომუნიკაცია თანამდებობიდან წასვლის შემდეგ ჰქონდა, თუმცა არა კორუფციის თემაზე.
მდინარაძე ამტკიცებს, რომ “თორნიკე რიჟვაძისთვის კორუფცია, მით უმეტეს, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია“.
რაც შეეხება თორნიკე რიჟვაძეს - ის არის ადამიანი, რომელმაც ჩვენს გუნდში ძალიან ბევრი რამ გააკეთა. აჭარისთვის მართლა ძალიან ბევრი რამ გააკეთა. მისთვის კორუფცია არავის დაუბრალებია. მისთვის, მით უმეტეს, რაც წერილში დაწერა, ნარკომოვაჭრეების მფარველობა, არავის დაუბრალებია. ასეთი რამ, რაც მინახავს, წამოსული არის მხოლოდ „ნაცმედიის“ და „ნაცჟურნალისტების“ მხრიდან,“ - განაცხადა მდინარაძემ.
“პირველების“კითხვაზე, იყო თუ არა შემთხვევა, რომ რიჟვაძე მას ურეკავდა და ის არ პასუხობდა, თავდაპირველად მდინარაძემ არ უპასუხა, შემდეგ კი თქვა, რომ “ბევრი გამოტოვებული ზარი აქვს, მათ შორის შესაძლოა პრემიერისგანაც.“
“ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერმა, ლევან ხაბეიშვილმა ვარაუდი გამოთქვა, რომ “ოცნებიდან“ მდინარაძეა სწორედ ის პირი, ვისი დავალებითაც ფინანსურ დარღვევებში მხილებულ ყოფილ და მოქმედ ჩინოვნიკებზე და ბიზნესმენებზე ზეწოლას ახდენენ.
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მდინარაძეს თბილისის მერობა უნდა, ამ მიზნისთვის კი საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას იყენებს რომელიც, მისივე თქმით, მასთან დაკავშირებული პირებით დაკომპლექტდა.
ოპოზიცონერი პოლიტიკოსი ამბობს, რომ “ოცნების“ ლიდერი სწორედ კალაძეზე აგროვებს კომპრომატებს და აიძულებს უკან დააბრუნოს ფული.
ხაბეიშვილი რიჟვაძის საქმეზე მის დუმილსაც უსვამს ხაზს და არ გამორიცხავს, რომ “საერთოდაც ესწრებოდა საგარეჯოში მომხდარ “რაზბორკას“.