ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი - იოზვიაკი
"რადიო თავისუფლების" ბრიუსელის ბიუროს რედაქტორის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი:
"ევროკომისია ამზადებს წერილს, რომელშიც საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერებაზეა საუბარი. საბოლოო ჯამში ეს საკითხი ევროკავშირის წევრი ქვეყნების გადასაწყვეტია კვალიფიციური უმრავლესობის გზით" - წერს იოზვიაკი X-ზე