გიორგი გახარია: ბაჩიაშვილზე ივანიშვილის დავალებით იძალადეს
„ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?! - ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი გიორგი გახარია სოციალურ ქსელში წერს და ჩემი გიორგი ბაჩიაშვილს მხარდაჭერას უცხადებს.
მისი თქმით, ბაჩიაშვილზე ციხეში თავდასხმა ბიძინა ივანიშვილის დავალებით განხორციელდა.
„ჩემი მხარდაჭერა გიორგი ბაჩიაშვილს. ეს არის ივანიშვილის დავალებით ძალადობა. „ოცნების“ მხარდამჭერებს მინდა ვკითხო: ციხეში პატიმრების ცემა რამეს ხომ არ გახსენებთ?!,“ - წერს გახარია.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა,
მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.