ბაჩიაშვილის ადგილზე ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ, რადგან ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი სწორედ თავის ყოფილ მოკავშირეებთან არის - თინა ბოკუჩავა

14.07.25 16:04
ბაჩიაშვილის ადგილზე ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ, რადგან ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი სწორედ თავის ყოფილ მოკავშირეებთან არის - თინა ბოკუჩავა

“გიორგი ბაჩიაშვილი ივანიშვილის პოლიტიკური ტყვეა, რომელსაც სამარტოო საკანში აწამებენ – მის ადგილზე ხვალ შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ, რადგან ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი სწორედ თავის ყოფილ მოკავშირეებთან არის“ ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ, რითაც "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს გამეოხმაურა. 

 “მინდა გამოვეხმაურო გიორგი ბაჩიაშვილის ციხეში წამების ფაქტს, რომელიც ცოტახნის წინ გახდა ცნობილი, რომელსაც გავრცელებული ინფორმაციით სამარტოო საკანში გაუსწორდნენ და მიღებული მძიმე დაზიანებების გამო გიორგი ბაჩიაშვილი გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში. უპირველეს ყოვლისა მინდა ბაჩიაშვილს პარტიის სახელით გამოვუცხადო სოლიდარობა, ის არის ივანიშვილის პოლიტიკური ტყვე და ბრალს იხდის მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ის წინააღმდეგობაში შევიდა ივანიშვილთან. ბუნებრივია აქვე მოვითხოვდით ფაქტის გამოძიებას, რადგან ეს არის უმძიმესი ფაქტი, როდესაც სამარტოო საკანში მყოფ პატიმარს აწამებენ და მასზე არის ფიზიკური ანგარიშსწორება, მაგრამ რუსულ დიქტატურაში, სადაც ძალადობის აქტორი თავად სისტემაა, ასეთი გამოძიების მოთხოვნას აზრი არ აქვს, ამიტომ ერთადერთი შეფასება, რასაც გავაკეთებთ არის ის, რომ ეს უნდა იყოს ივანიშვილთან მოთამაშე ნებისმიერ პირთან, იქნება ეს დღევანდელი თანამდებობის პირი, თუ იქნება ეს მისი პროპაგანდისტი თუ ბიზნესმენი, რომელიც დღეს თანამშრომლობს ივანიშვილის რეჟიმთან. კარგად უნდა გაიაზროთ ის, რომ გიორგი ბაჩიაშვილის ადგილას შეიძლება თქვენ აღმოჩნდეთ და ივანიშვილი ყველაზე დაუნდობელი არის სწორედ იმ ადამიანებთან, რომლებიც მასთან ერთ დროს თანამშრომლობდნენ.” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.