ზურაბიშვილი ბაჩიაშვილზე: მინდა ყველას გავახსენო, სწორედ ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, დამთავრდა წინა რეჟიმი
საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი გიორგი ბაჩიაშვილზე საკანში მომხდარ თავდასხმას საგანგებო ბრიფინგით ეხმაურება - სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქვეყანაში სრულიად განუკითხაობა სუფევს.
- ზღვარგადასულია ის, რაც ხდება, თუ როგორ უსწორდებიან თვით საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და მერე, როგორ გადაჰყავთ კლინიკაში, როცა უნდათ, როგორც უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე, რომ არანაირი ახსნა-განმარტება ან საჯაროობა ამის მიმართ არ არსებობს" - ამბობს ზურაბიშვილი ვიდეო-მიმართვაში.
როგორც ზურაბიშვილმა აღნიშნა, გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია დღეს საგანგაშოა. ამასთან, მისი თქმით, სწორედ "სწორედ ასეთი უსასტიკესი მოქმედებებისა და ციხეებში უსამართლო მოქცევის გამო დამთავრდა წინა რეჟიმი".
“ქვეყანაში უკვე სუფევს სრულიად განუკითხაობა ყველა მხრივ. ხომ ხედავთ სასამართლოში რა ხდება და რანაირი სასამართლოა საქართველოში რომელიც აღარ ექვემდებარება არც ერთ სტანდარტს გარდა იმისა, რომ ბოლომდე ასრულებს ძალაუფლების ყველა მითითებას.
ამას ემატება დღეს ის, რაც გავიგეთ. ციხეში რა პირობებია შექმნილი იმ ადამიანებისათვის რომლებიც დღეს არიან მსხვერპლი ამ რეჟიმის. გიორგი ბაჩიაშვილის სიტუაცია არის დღეს საგანგაშო. მიუღებელია, რომ არ იყოს დაცული ციხეში ის ელემენტარული ფორმები რაც ნებისმიერ ქვეყანაში ითვლება ოდნავ მაინც დემოკრატიის სტანდარტებად.
ჩვენ აქ აღარ ვართ. ზღვარგადასულია ის, რაც ხდება. როგორ უსწორდებიან საკანში ადამიანს, რომელიც იქ იხდის სასჯელს და როგორ გადაჰყავთ კლინიკაში როგორც უნდათ, როცა უნდათ, გაუფრთხილებლად, ისე რომ არანაირი ახნა - განმარტება და საჯაროობა არ არსებობს. ეს არის დარღვევა ადამიანის უფლებების. არ ვიცი სად არის სახალხო დამცველი, რამდენად მოახდინა რეაგირება ამ ყველაფერზე, ალბათ აღარც იმიტომ, რომ ეს ინსტიტუციაც უკვე აღარ ასრულებს ბოლომდე თავის მოვალეობას. დაუცველობა არის ის, რაც სუფევს ამ ქვეყანაში.
მინდა ყველას გავახსენო ის ფაქტი, რომ სწორედ ამ უსასტიკესი მოქმედებების გამო და ამ უსამართლო მოქცევის გამო ციხეებში, დამთავრდა წინა რეჟიმი. ამიტომ ყველამ უნდა იცოდეს, რომ პასუხისმგებლობა ამ ყველაფერზე ბოლომდე იქნება იმათი ვინც არამხოლოდ ბრძანებებს იძლევა, არამედ იმათიც, ვინც ასრულებს ამ ბრძანებებს და მზად არის რომ უსასტიკეს ქცევაში მიიღოს მონაწილეობა.
ეს არ არის საქართველო, ეს არ არის ქართული ტრადიციები, ეს არ არის ის სამართალი, რომელსაც ჩვენ საუკუნეების მანძილზე ვაშენებდით. ეს არის სხვა რეჟიმი, ეს არის უკვე სხვა ქვეყანა და ამას არ შევეგუებით. დრო არის რომ საზოგადოებამ დაინახოს ის რაც ხდება, სხვაგან არ იყურებოდეს იმიტომ რომ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველას გვეხება დღეს და ხვალ“ - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილმა ხელმძღვანელის ცემის შესახებ იმნფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.
მიოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.
ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.