ელენე ხოშტარია: მინდა, სრული მხხარდაჭერა გამოვხატო ნაწამები გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ
"კოალიცია ცვლილებებისთვის" ლიდერი, ელენე ხოშტარია გიორგი ბაჩიაშვილზე განხორციელებულ ფიზიკურ ანგარიშსწორებას "წამების" კვალიფიკაციას აძლევს.
მისი თქმით, სწორედ ასე ექცევიან რეჟიმის მოწინააღმდეგეებს რუსეთში. პოლიტიკოსის გაცხადებით, მთავარი დასკვნა, რაც უნდა გაკეთდეს, არის ის, რომ კრიმინალურ და ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება.
"კოალიცია ცვლილებისთვის" სახელით მინდა, სრული მხხარდაჭერა და სოლიდარობა გამოვხატო ნაწამები გიორგი ბაჩიაშვილის მიმართ, მისი ახლობლების და ოჯახის წევრების მიმართ.
ეს, რაც მოხდა, წამების ფაქტი, არის პირდაპირ კრიმინალური, ტერორისტული, რუსული რეჟიმისთვის დამხასიათებელი ქმედებები. ასე ხდება წლების განმავლობაში რუსეთში: ადამიანებს კლავენ, სცემენ, ციხეებში, ქუჩებში და სწორედ ამის დამკვიდრება უნდათ საქართველოში. არ არსებობს არავინ, ვინც შეიძლება, იყოს დაცული ამ სისტემს წინაშე. არ აქვს მნიშვნელობა, შენ იყავი ყოფილი ახლობელი სისტემის და ოლიგარქის, მოწინააღმდეგე თუ სხვა.
აქედან გამომდინარე, მთავარი დასკვნა, რაც ჩვენ უნდა გავაკეთოთ, არის ის, რომ კრიმინალურ და ტერორისტულ რეჟიმთან თანამშრომლობა არ შეიძლება. არ შეიძლება, მოელაპარაკო და ეთანამშრომლო კრიმინალს ტრორისტს და სწორედ ასეთია დღეს ბიძინა ივანიშვილის.
ერთადერთი, რაც ამ სისტემას დაასრულებს, ეს არის ერთობა, ართანამშრომლობა, წინააღმდეგობა და რეჟიმის დელეგიტიმაცია. და ჩვენ, აუციებლად, ქართულ საზოგადოებასთან ერთად, ამ გზაზე ერთად ვიბრძოლებთ, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.