ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში - მაჭარაშვილი
უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის, შეფასებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, საქართველოში დესტაბილიზაციისთვის ჩამოვიდა.
არა მგონია, რომ დედამიწის ზურგზე ვინმემ შეძლოს მისი დისკრედიტაცია ისე, ისეთი კარგი ხარისხით, როგორც ამას თავად აკეთებს. მას რომ სურდა ქვეყანაში დესტაბილიზაცია და რევოლუციების მოწყობა, ამაზე ისიც მიუთითებს, რომ ის არ შემოვიდა ოფიციალურად, მას თუ ჰქონდა განზრახვა, რომ ჩაჯდებოდა ციხეში და მოიხდიდა ვალს, ის ჩვეულებრივ შემოვიდოდა, განაცხადებდა და რამდენიმე მომხრე მაინც დახვდებოდა აეროპორტში და იტყოდა, რომ აი, მე შემოვედი ვაჟკაცურად და ჩავბარდი ქართულ მართლმსაჯულებას, მაგრამ ეს მან ვერ გააკეთა და რაღაცა ხილ-ბოსტნეულთან ერთად შემოიპარა ქვეყნის პრეზიდენტი საქართველოში", - თქვა გურამ მაჭარაშვილმა.