გადადგეს გლდანის ციხის ჯალათი დირექტორი და გასაჯაროვდეს კადრები-ალეკო ელისაშვილი

14.07.25 17:28
გადადგეს გლდანის ციხის ჯალათი დირექტორი და გასაჯაროვდეს კადრები-ალეკო ელისაშვილი

 

 

კოალიცია “ლელო ძლიერი საქართველო“ გიორგი ბაჩიაშვილზე თავდასხმას ეხმაურება და მომხდარს “წინასწარ ორგანიზებულ, შემხარავ თვდასხმას" უწოდებს.

ალეკო ელისაშვილი მოითხოვს, თანამდებობა დატოვოს გლდანის ციხის დირექტორმა, დავით გოგობერიშვილი რომელიც მისი თქმით, ამ ინციდენტის ორგანიზატორი იყო და ასევე, კატეგორიულად ითხოვს, გასაჯაროვდეს ვიდეკამერის ჩანაწერები.

ოპოზიციონერი ლიდერი, ასევე რეაგირებისა და სოლიდარობისკენ მოუწოდებს საერტაშორისო პარტნიორებს და სთხოვს, არ დატოვონ ფაქტი უყურადრებოდ.

„ყველამ შევიტყვეთ, რაც მოხდა. გლდანის საპატიმროში, ამ სახელგატეხილ, ამაზრზენ საპატიმროში, რომელმაც გადაიყოლა წინა ხელისუფლება, კარგად ვიცით, წინა ხელისუფლების დროს მიმდინარეობდა წამება, ადამიანების, მსჯავრდებულების, პატიმრების. ესენიც თავისი ე.წ. ხელისუფლების მე-14 წელს, უკვე ღია, დაუფარავ ძალადობაზე გადავიდნენ მსჯავრდებულებისა და პატიმრების წინააღმდეგ. ჩვენ შევიტყვეთ, რომ ამ თავდასხმის, ძალადობის და წამების ორგანიზატორი იყო გლდანის ციხის დირექტორი, ჯალათი გოგიბერიშვილი. ეს არ არის პირველი ინციდენტი, მაისში ერთი მსჯავრდებული შემოაკვდათ გლდანის ციხეში და გარდაიცვალა. ვხედავთ, რომ ეს უკვე სისტემური ხასიათის დანაშაულია. არის უკვე მკვლელობები, წამება, არაადამიანური მოპყრობა მსჯავრდებულების წინააღმდეგ. ამ შემთხვევაში გიორგი ბაჩიაშვილის წინააღმდეგ. ჩვენ კატეგორიულად მოვითხოვთ, რომ ამ ჯალათმა, გლდანის ციხის ხელმძღვანელმა თანამდებობა დატოვოს. ასევე, კატეგორიულად მოვითხოვოთ, რომ ციხის ადმინისტრაციამ და მოძალადე ხელისუფლებამ გაასაჯაროოს თავდასხმის კადრები. ბაჩიაშვილის გაყვანის, მასზე ზეწოლის, მასზე ფიზიკური ზეწოლისა და ცემის, წამების. არ დაიწყონ ბოდიალი, რომ ვითომ კამერები უცბად ყველგან გაითიშა. ამით არავინ მოტყუვდება. დატოვოს თანამდებობა გლდანის ციხის ჯალათმა ხელმძღვანელმა, გაასაჯაროონ კადრები და ასევე, პირობას ვდებთ, რომ როგორც კი ხელისუფლებას შევცვლით, ყველა, დამკვეთიანად, ორგანიზატორიანად პასუხს აგებს ამ ამაზრზენი ინციდენტის გამო. გვსურს ჩვენს საერთაშორის პარტნიორებს, საქართველოში აკრედიტებულ უცხოურ საელჩოებს, ყველა ჩვენ საერთაშორისო პარტნიორს ვთხოვოთ, რომ ეს ფაქტი, მსჯავრდებულის, პატიმრის ციხეში გამომწყვდეული ადამიანის წინააღმდეგ, არ დატოვონ უყურადღებოდ. ამაზე ჰქონდეთ, მაქსიმალურად მძაფრი რეაქცია. ჩვენ გვსურს მხნეობა ვუსურვოთ ამ გამბედავ და შეუპოვარ ადამიანს, გიორგი ბაჩიაშვილს, რომელიც გაუტეხელია ამ თავდასხმის მიუხედავად და რომელიც მტკიცედ დგას და იბრძვის“,-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

მსგავსი სიახლეები