"პირველებმა" მოიპოვა დოკუმენტი, რომელზეც ხვალ ბრიუსელში იმსჯელებენ - რა შეზღუდვებს განიხილავს ევროკავშირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერება, კანდიდატის სტატუსის დაპაუზება და პერსონალური სანქციები "ქართული ოცნების" წევრებისთვის - "პირველების" ხელშია დოკუმენტი, რომელზეც ხვალ ბრიუსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები იმსჯელებენ.
ექვსგვერდიანი დოკუმენტი ევროკავშრის წევრი სახელწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრებს უკვე დაეგზავნათ. დოკუმენტში დეტალურად არის განხილული ყველა ის ნაბიჯი, რომლითაც, ევროკავშირის შეფასებით, "ოცნებამ" ქვეყანა ევროპულ კურსს დააშორა. ასევე, განხილულია ის ქმედებები, რომლითაც პოლიტიკურმა გაერთიანებამ ივანიშვილის გუნდის პოლიტიკას უპასუხა.
ყურადსაღებია დოკუმენტის ის ჩანაწერი, სადაც სამომავლო ქმედებებზეა საუბარი. კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კონკრეტული სია არსებობს, რომლის ინიციატორიც კაია კალასია და რომელიც 15 პირის დასანქცირებას ისახავს მიზნად. დოკუმენტიდან ასევე ირკვევა, ევროკავშირი საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერებასაც განიხილავს.
უმაღლესმა წარმომადგენელმა შემოგვთავაზა სანქციების ორი პაკეტი გლობალური ადამიანის უფლებათა სანქციების რეჟიმის ფარგლებში. სულ შემოთავაზებული იყო მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობისთვის პასუხისმგებელი პირების 13 სახელი და გვარი. 2025 წლის ივლისში ევროპის საგარეო საქმეთა საბჭომ შემოგვთავაზა ორი ახალი სია, რათა რეაგირება მოეხდინა საქართველოს ხელისუფლების მიერ მართლმსაჯულების სისტემის ინსტრუმენტალიზაციაზე. საბჭოში გრძელდება დისკუსიები ამ წინადადებებზე გადაწყვეტილებების მისაღებად.
- უნდა გაგრძელდეს ორმხრივი, მაღალი დონის შეხვედრების შეჩერება, გარდა იმ ჩართულობისა, რომელიც მიმდინარე კრიზისიდან გამოსავლის პოვნაზეა ორიენტირებული.
- საქართველოს რეგიონალურ პროგრამაში მონაწილეობა უნდა გადაიხედოს. შეჩერდეს უვიზო მიმოსვლა საქართველოს ყველა მოქალაქისთვის. წევრმა სახელმწიფოებმა, შესაძლოა, დამატებით განიხილონ ფიზიკური პირების წინააღმდეგ ქვეყანაში შესვლის აკრძალვები.
- ასოცირების შეთანხმების და ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავასჭრო სივრცის ნწილობრივი შეჩერება ასოცირების შეთანხმების მე-2 მუხლის დარღევის საფუძველზე.
- გაფართოების გზასთან დაკავშირებული ნაბიჯები - როგორიცაა კანდიდატის სტატუსის შეჩერება, განისაზღვრება შესაბამის ფორმატში, - წერია დოკუემნტში.