ხაზარაძე ბაჩიაშვილზე: ივანიშვილის მიდგომა ერთი-ერთში იმეორებს რუსეთში გამეფებულ ძალადობას და მართვის სტილს, ეს არის ტიპური სახელმწიფო რეკეტი!

14.07.25 17:58
ხაზარაძე ბაჩიაშვილზე: ივანიშვილის მიდგომა ერთი-ერთში იმეორებს რუსეთში გამეფებულ ძალადობას და მართვის სტილს, ეს არის ტიპური სახელმწიფო რეკეტი!

"გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს!"-  საუბარია განცხადებაში, რომელსაც პატიმრიობაში მყოფი მამუკა ხაზარაძე ავრცელებს. 

"ლელო-ძლიერი საქართველოს" ლიდერი სოლიდარობას უცხადებს "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ხელმძღვანელს და ამბობს, რომ "ამ ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილია, რომლის მენტალობა და მეთოდები კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა".

გიორგი ბაჩიაშვილზე საპატიმროში მომხდარი თავდასხმა კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს კრიმინალური რეჟიმის ნამდვილ სახეს! 

ამ ბანდის მეთაური ბიძინა ივანიშვილია, რომლის მენტალობა და მეთოდები კიდევ ერთხელ კარგად გამოჩნდა.

მისი მიდგომა ერთი-ერთში იმეორებს რუსეთში გამეფებულ ძალადობას და მართვის სტილს. ეს არის ტიპიური სახელმწიფო რეკეტი!

ჩემი სოლიდარობა გიორგი ბაჩიაშვილს!

კრიმინალების ადგილი ხელისუფლებაში არ უნდა იყოს! ეს დღეც მალე დადგება!"- წერს ხაზარაძე. 

„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილი ხელმძღვანელის ცემის შესახებ ინფორმაცია "ტვ პირველმა" გაავრცელა.

მოგვიანებით, გიორგი ბაჩიაშვილმა გლდანის საპატიმროდან წერილი გაავრცელა, სადაც მასზე ძალადობის დეტალები აღწერა.

ბაჩიაშვილი ჰყვება, რომ ფიზიკური თავდასხმა 11 ივლისს მოხდა. მისივე ინფორმაციით, 8 ივლისს,თავდაპირველად, ის N8 დაწესებულების ხელმძღვანელმა დავით გოგობერიშვილმა დაიბარა და ურჩია ბიძინა ივანიშვილისთვის მთელი მისი საბანკო ანგარიშები, კრიპტო ვალუტების ბრუნვები და ანგარიშის მისამართები გაეხსნა, 11 ივლისს, საღამოს კი მასთან საკანში უცნობი პირი შევიდა, რომელიც ფიზიკურად გაუსწორდა.

 

მსგავსი სიახლეები