სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში პოლარიზაციას - EPP

06.10.21 13:30
სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში  პოლარიზაციას - EPP

კიდევ ერთი უმწვავესი შეფასება დასავლეთიდან - ,,ევროპის სახალხო პარტია" საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს მძიმე შეფასებას აძლევს და პირდაპირ ამბობს, რომ ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობაზე შეშფოთებულია. 

EPP სპეციალურ განცხადებაში საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოვლენილ მძიმე დარღვევებზე ამახვილებს ყურადღებას. ,,ევროპის სახალხო პარტია" განცხადებაში პირდაპირ ამბობს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტზე პოლიტიკური დევნა მიმდინარეობს, რაც ქვეყანაში პოლიტიკური პოლარიზაციის რისკებს ზრდის. 

განცხადების ავტორები ამბობენ, რომ საქართველოში დემოკრატია შემცირებულია. ,,ევროპის სახალხო პარტია" ყურადღებას ამახვილებს თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობზე, არათანაბარ სათამაშო პირობებსა და ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებაზე. განცხადებაში ხაზგასმულია სიძულვილის ენის გამოყენება. 

საქართველოში ბოლო დროს ჩატარებულმა არჩევნებმა ქვეყანაში დემოკრატიისა და თავისუფლების მდგომარეობაზე ჩვენი შეშფოთება გაზარდა

საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშებმა ხაზი გაუსვა შემცირებულ დემოკრატიულ სტანდარტებს, თავისუფალი და სამართლიანი საარჩევნო გარემოს ნაკლებობას, არათანაბარ სათამაშო მოედანს, ადმინისტრაციული რესურსის არასწორად გამოყენებას, დარღვევებსა და სიძულვილის ენას.

დამატებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავება და პოლიტიკური დევნა, კიდევ უფრო ზრდის ქვეყანაში დაძაბულობასა და პოლიტიკურ პოლარიზაციას.
ბოლო რამდენიმე დღეა, მმართველი პარტიის წამყვანმა ფიგურებმა ინტოლერანტული და პროვოკაციული გამოსვლები გააკეთეს, კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს საქართველოში პოლიტიკურად მოტივირებულ სამართლიანობაზე, რომელიც ღრმა შეშფოთებად რჩება.

EPP მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, გააუმჯობესოს პოლიტიკური გარემო, უზრუნველყოს მეორე ტურში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და შეაჩეროს პოლიტიკური ოპონენტების დევნა. ჩვენ მჭიდროდ დავაკვირდებით მეორე ტურს, სადაც დიდი ქალაქების ბედი გადაწყდება.

ქართველი ხალხი იმსახურებს უკეთეს მომავალს, პოლიტიკური დაპირისპირების დასრულებით და კონსტრუქციულ დღის წესრიგში დაბრუნებით, რომელიც დააჩქარებს ქვეყნის რეფორმის პროცესს", - წერია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები