ხაბეიშვილი მდინარაძეს: "კითხვაზე, იყავი თუ არა საგარეჯოში "რაზბორკაზე" პასუხი არ არის"
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ხაბეიშვილი მამუკა მდინარაძს კიდევ ერთხელ მიმართავს და უსვამს ჯითხვას - იყო თუ არა საგარეჯოში, თორნიკე რიჟვაძესთან ერთად, სადაც ენმ-ის ლიდერის თქმით, ე.წ. გარჩევა მოოხდა.
ხაბეიშვილის, თქმით, თუ მდინარაძე ალექსი ახვლედიანის დედის სახლში, თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის მცდელობის დღეს, არ იმყოფებოდა პროკურორს შეუძლია გამოვიდეს და საჯაროდ თქვას.
მთავარი კითხვა "რაზბორკაზე" იყო არ იყო, არ არის პასუხი. 10 დღე რომ არ გამოჩნდა, სანამ ჩვენ არ ვთვით და მედიამ არ მოიკითხა, სად დაიმალა და დღეს მარტო გამოჩნდა, რომ უი, არ დამალულა.
[...]
თუ მამუკა მდინარაძე არ იყო მხლებლებთან ერთად იქ და ვინმე არ ახლდა, ან გეკა [გელა გელაძე] არ იყო პროკურორი გამოვიდეს და თქვას. საქმეების გადალაგება მიდის ახლა ვინ რა იცის, გაექცათ ინფორმაცია იმიტოომ, რომ ორმა იცის, ღორმა იცის, ნათქვამია," - ამბობს ხაბეშივილი.
ცნობისთვის, მას შემდეგ, რაც ლევან ხაბეიშვილმა მამუკა მდინარაძე თორნიკე რიჟვაძეზე განხორციელებულ ტერორში დაადანაშაულა, ის ჟურნალისტებთან პარლამენტის ეზოში გამოჩნდა.
ოცნების წევრი ადასტურებს, რომ თანამდებობიდან წასვლის შემდეგ თორნიკე რიჟვაძესთან კომუნიკაცია ორჯერ ქონდა.
“პირველების“კითხვაზე, იყო თუ არა შემთხვევა, რომ რიჟვაძე მას ურეკავდა და ის არ პასუხობდა, მდინარაძემ თქვა, რომ “ბევრი გამოტოვებული ზარი აქვს, მათ შორის შესაძლოა პრემიერისგანაც.“
ხაბეიშვილის ინფორმაციით, მდინარაძეს თბილისის მერობა უნდა, ამ მიზნისთვის კი საგამოძიებო უწყებას, პროკურატურას იყენებს რომელიც, მისივე თქმით, მასთან დაკავშირებული პირებით დაკომპლექტდა.