პოლიტიკური შეთანხმდება გაფორმებულია - "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნების დროს ითანამშრომლებენ

14.07.25 20:59
პოლიტიკური შეთანხმდება გაფორმებულია - "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნების დროს ითანამშრომლებენ

პოლიტიკური შეთანხმდება გაფორმებულია. "ძლიერი საქართველო" და გახარიას პარტია თვითმმართველობის არჩევნების დროს ითანამშრომლებენ. მემორანდუმის გაფორმების შემდეგ, პოლიტიკოსებმა თქვეს, რომ ეს არის ხალხის დაკვეთა და შეეცდებიან არჩევნებში ერთობლივი ძალებით კონკურენცია ივანიშვილის პარტიას გაუწიონ.

ეს არ არის კოალიცია, ეს არის შეთანხმება საარჩევნო საკითხების საბაზისო პრინციპებზე. "ძლიერ საქართველოსა და გახარიას გუნდში გეგმავენ, რომ თვითმმართველობის არჩევნებზე საერთო კანდიდატებით გავიდნენ. ამისთვის პოლიტიკური კონსულაციები უკვე დაწყებულია. ახლა, მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას თანამებრძოლები ერთად ეძებენ ნეიტრალურ და არაპარტიულ მერობის და მაჟორიტარების კანდიდატებს. 

"ძლიერ საქართველოში" ამბობენ, რომ წინააღმდეგობას ალტერნატივა არ გააჩნია. ოპოზიციის დაპატიმრებული ლიდერების გუნდში აცხადებენ, რომ ქუჩის პროტესტის და პასიური ბოიკოტის გარდა, საჭიროა "ოცნებამ" წნეხი საარჩევნო ველზეც იგრძნოს. "ლელო" და გახარიას გუნდი ახლა დანარჩენ პარტიებსაც სთავაზობენ იფიქრონ ახალ პოლიტიკურ მოკავშირეობაზე.

ვრცლად ნახეთ გუგა არჩვაძის რეპორტაჟში

მსგავსი სიახლეები