შიდა დაპირისპირება "ოცნებაში" - რა აღიარა დღეს კობახიძემ

14.07.25 20:27
შიდა დაპირისპირება "ოცნებაში" - რა აღიარა დღეს კობახიძემ

შიდა დაპირისპირება "ქართულ ოცნებაში" და ირაკლი კობახიძის აღიარება -"ქართული ოცნების" პრემიერი ამბობს, რომ  ყოფილი გუნდის წევრები,  რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში, ცდილობენ, გარკვეული  პიარული სვლებით გადაფარონ ეს ბრალდებები და ამისთვის ფულს იხდიან. 

არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ ნაცები და სინამდვლეში, ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.

ასეთი არის მაგალითად, ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს. ჩემი არცთუისე არასანდო ინფორმაციით, ყოველთვიურ ხელფასზე იჯდა, მას ჰქონდა კონკრეტული მეტსახელიც, სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს, კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. 

ვიღაცებს სურთ, საკუთარი ბრალდებების გადაფარვა. არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილნი არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის მანევრები, რომელიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ, ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს," - განაცხადა კობახიძემ. 

მსგავსი სიახლეები