ერთი და იგივე მოწმე იდენტური ჩვენებით სხვადასხვა საქმეზე - რა მოხდა სინდისის პატიმრების პროცესზე

14.07.25 21:06
ერთი და იგივე მოწმე იდენტური ჩვენებით სხვადასხვა საქმეზე - რა მოხდა სინდისის პატიმრების პროცესზე

ერთიდაიგივე მოწმეები სინდისის პატიმრების საქმეებში. 8 პატიმრის საქმეზე დღეს პოლიციელი გიორგი ჯანიკაშვილი გამოიკითხა, გარდაბნის პოლიციის მაღალჩინოსანმა  სასამართლოს იგივე ჩვენება მისცა, რაც პარასკევს სინდისის 11  პატიმრის საქმეზე. პოლიციელმა 8 ბრალდებულიდანაც ვერცერთი ამოიცნო და ჩვენებაც საკუთარი თავის წინააღმდეგ მისცა. ირკვევა, რომ მრავალწლიანი სტაჟის მქონე პოლიციელმა საქმის მთავარი მტკიცებულება, სისხლიანი ფორმა გარეცხა და მთვარი მტკიცებლება თავად გაანადგურა.  

მოსამართლე თამარ მჭედლლიშვილმა დამსწრეებს ბოლო გაფრთხილება მისცა, თუ დარბაზიდან ვინმე ფოტოს გამოაქვეყნებს და მოწმეს ამხელენ მოსამართლე სხდომას სამუდამოდ დახურავს. სამართლებრივი აფსურდი - ეს შეფასება იურისტებმა მას შემდეგ გააკეთეს, რაც პროცესზე აღმოაჩინეს რომ მათ საქმეზეც ბრალდების მხარემ იგივე მოწმეები წარმოადგინა, ადვოკატები ფიქრობენ, რომ პროკურატურა ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავლის მცველების საქმეებს ერთი ხელწერით ხელმძღვანელობს. 

გამოიკითხა გამომძიებელი გენადი იოსებაშვილიც, მოწმე ამტკიცებს, რომ Youtube-ზე ნახა ვიდეო, სადაც ბრალდებული ინსაფ ალიევი ფიგურირებდა, ეს ვიდეო კადრები შეისწავლა დაცვის მხარემაც - იურისტები ამბობენ, რომ პროკურატურის მთვარ მტკიცებულებაშიც კი ალიევის არცერთი კანონსაწინააღმდეგო ქმედება არ ჩანს. 

ვრცლად ნახეთ მარიამ მაკასარაშვილის რეპორტაჟში

[ფოტო: არქივიდან]

მსგავსი სიახლეები