არავისთან კოალიციას არ ვაპირებ - გიორგი ვაშაძე

06.10.21 13:47
არავისთან კოალიციას არ ვაპირებ - გიორგი ვაშაძე

კოალიციური მთავრობის შექმნის შესახებ ნიკა მელიას ინიციატივას ,,სტრატეგი აღმაშენებლის" ლიდერი არ იზიარებს. გიორგი ვაშაძე არ აკონკრეტებს, მიიღებს თუ არა ოპოზიციურ კონსულტაციებში მონაწილეობას. 

არავისთან კონსულტაცია არ მქონია. ვაფასებ არჩევნების შედეგებს. ვმუშაობ იმისთვის, რომ დავიცვათ ჩვენი მხარდამჭერები პოლიტიკური წნეხისგან. რაც შეეხება კოალიციებს, არავისთან კოალიციას არ ვაპირებ. ამ ეტაპზე უნდა გავაანალიზოთ ის შედეგები, რაც ამ არჩევნებზე დადგა,"- ამბობს გიორგი ვაშაძე.

ცნობილია ის ფაქტიც, რომ ,,სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად კოალიციაზე უარს ამბობს გიორგი გახარიას პარტია ,,საქართველოსთვის". 

ნიკა მელია ოპოზიციას დიდ შეთანხმებას სთავაზობს. ტვ პირველისთვის მიცემულ ინტერვიუში ,,ნაცმოძრაობის" ლიდერი აცხადებს, რომ მზადაა, შეხვდეს არჩევნებში მონაწილე ყველა ოპოზიციურ კანდიდატს და მოუწოდებს, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში თბილისის მართვა ერთად დაიწყონ. 

მსგავსი სიახლეები