რა ბედი ელის საქართველოს - ხვალ ბრიუსელში შეხვედრა გაიმართება
რა ბედი ელის საქართველოს - ხვალ, ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრები შეიკრიბებიან.
საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შეხვედრის წინ, "პირველები" საქართველოში აკრედიტირებულ დიპლომატებს ესაუბრა.
გერმანიის, რუმინეთისა და ჩეხეთის დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირმა "ოცნების" შესაკავებლად უფრო მეტი უნდა გააკეთოს.
გერმანიის ელჩი, პეტერ ფიშერი აცხადებს, გერმანია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებულები არიან იმაზე, რაც საქართველოში ხდება.
დიპლომატი "თანაინვესტირების ფონდის" ყოფილ ზელმძღვანელზე ციხეში განხორციელებულ ძალადობასაც აფასებს და ამბობს, რომ "ეს მძიმე ამბავია".
"არ ვიცი საბოლოოდ სად მიდის საქართველოს მთავრობა. ჩვენ არ მოგვწონს სანქციები, მაგრამ ჩვენ სანქციებს ვუწოდებთ რეაქციას"- აღნიშნავს ელჩი "ტვ პირველთან".
გერმანია და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების უმრავლესობა ძალიან შეშფოთებულები არიან იმაზე, რაც საქართველოში ხდება. ძალიან ვწუხვართ საქართველოსა და ევროკავშირის დაშაორებით, რომელიც საქართველომ გამოწვია და არა ევრკავშირმა. დღესაც კი ძალიან მძიმე ამბავი მოხდა, ყოველდღიურად გვაქვს მძიმე ამბები საქართველოდან, ვგილისხმობ გიორგი ბაჩიაშვილის ამბავს. დანამდვილებით შემიძლია გითხრათ, რომ ეს დიდი შეშფოთების საგანია.
ევროკავშირის 25 სახელმწიფოს მეტის გაკეთება უნდა, მათ შორის არის გერმანიაც. უვიზო რეჟიმის შეჩერებაზე საუბარი არის, თუმცა მინდა ვთქვა, რომ ჩვენ საქართველოს უვიზო რეჟიმი იმიტომ მივეცით, რომ გვინდა საქართველოს მოქალაქეები ევროკავშირში უვიზოდ გადაადგილდებოდნენ. ამისკენ არ მივისწრაფვით და იმედი მაქვს, რომ ამ ნაწილამდე არ მივალთ.
არ ვიცი საბოლოოდ სად მიდის საქართველოს მთავრობა. ჩვენ არ მოგვწონს სანქციები, მაგრამ ჩვენ სანქციებს ვუწოდებთ რეაქციას. ჩცენ ყოველთვის უნდა გვქონდეს რეაქცია, იმაზე რასაც ჩვენი პარტნიორები აკეთებენ. სანქციები ჩვენი მიზანი არასდროს ყოფილა, ჩვენი მიზანია საქართველოს გაწევრიანება ევროკავშირში, ეს სანქციებისგან სრულიად საპირისპიროა," - განაცხადა ფიშერმა.
რუმინეთის ელჩის განცხადებით, ვიზალიბერალიზაციის საკითხის შეჩერებას სრული კონენსუსი სირდება.
ჩეხეთის ელჩმა კი აღნიშნა, რომ წინასწარ, შეხვედრამდე ამ თემაზე საუბარი რთულია, რადგან ერთ პოზიციამდე მისვლა მარტივი არ არის.
მისივე თქმით, "სანქციები ერთადერთი გზა არ არის, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია, მაგრამ ის სხვების ნაცვლად ვერ ისაუბრებს".
რთულია რამის თქმა შეხვედრამდე, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ჩაივლის შეხვედრა. თავდაპირველად მნშვნელოვანია, რომ ყველა წევრის პოზიცია მოვისმინოთ. ჩვენ გვჭირდება მყარი შეთანხმება ამასთან დაკავშირებით, ამიტომ მნიშვნელოვანია ჩამოვყალიბდეთ. ერთ პოზიციამდე მისვლა ისე მარტივი არ არის, როგორც ჩანს, ვინაიდან 27 წევრია და ყველას აზრი გასათვალისწინებელია. ამიტომ ჯერ სანამ შეხვედრა არ დასრულდება ვერაფერს ვიტყვი. თითოეულ წევრზეა დამოკიდებული სანქციების საკითხი, მაგალითად, თქვენ, როგორც იცით ჩეხეთი აწარმოებს სანქციების საკითხს, რომელიც რამდენიმე თვის წინ დაიწყო და ამიტომ, ეს ყველაფერი დამოკიდებულია თითოეულ წევრზე.
სანქციები ერთადერთი გზა არ არის, რომლის განხორციელებაც შესაძლებელია, მაგრმ მე სხვა წევრების ნაცვლად ვერ ვისაუბრებ. ჩვენთვის სანქციები ერთ-ერთი არცევანია, რომელიც ახლა მაგიდაზე დევს..." - განაცხადა მან.