თბილის მერიას ჯერ კიდევე ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ, რომ შენობა ავარიული იყო (კადრები)

14.07.25 20:54
თბილის მერიას ჯერ კიდევე ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ, რომ შენობა ავარიული იყო (კადრები)

თბილის მერიას ჯერ კიდევე ერთი წლის წინ აფრთხილებდნენ, რომ შენობა რომელიც დღეს ჩამოინგრა, ავარიული იყო, კადრები, სადაც პრობლემა თვალსაჩინოდ ჩანს,  2024 წლით თარიღდება.

კადრებში ჩანს, რომ ზუსტად იმ ადგილს, რომელიც დღეს ჩამოინგრა, დიდი ბზარები იყო. 

რამდენიმე წუთის წინ, თბილისის მერმა თქვა, რომ  მოსახლეობის 100% თანახმა არ იყო, რომ მწვავედ ავარიული კორპუსი ჩანაცვლებულიყო. 

შინაგან საქმეთა მინისტრის თქმით, ვაგზლის მიმდებარე ტერიტორიაზე შენობის ჩამონგრევას 1 ადამიანი ემსხვერპლა.

მისივე განცხადებით 1 ადამიანი, კონტაქტურ მდგომარეობაში, კლინიკაშია გადაყვანილი.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

მსგავსი სიახლეები