ლატვიამ საქართველოს კიდევ 55 მოქალაქე დაასანქცირა

14.07.25 21:46
ლატვიამ საქართველოს კიდევ 55 მოქალაქე დაასანქცირა

ლატვიამ საქართველოს კიდევ 55 საქართველოს მოქალაქე დაასანქცირა. ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბაიბა ბრაჟე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე ინფორმაციით, სანქცირებულებისთვის ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით ვრცელდება. 

იმიგრაციის შესახებ" კანონის 61-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ლატვიის რესპუბლიკისთვის არასასურველი პირების სიაში კიდევ 55 საქართველოს მოქალაქე შევიტანე.

პირების ლატვიაში შესვლაზე აკრძალვა განუსაზღვრელი ვადით ვრცელდება," - წერს ბრაჟე. 

ამ დროისთვის უცნობია, ვინ არიან პირები, რომლებიც ლატვიის სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ. 

მსგავსი სიახლეები