აბესაძე: არათუ მათი თანხმობა არ ჭირდებოდა კალაძეს, რომ ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ წინააღმდეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც 5 000 ლარით

14.07.25 22:19
აბესაძე: არათუ მათი თანხმობა არ ჭირდებოდა კალაძეს, რომ ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ წინააღმდეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც 5 000 ლარით

არასამთავრობო ორგანიზაცია "საგამოძიებო ბიუროს" დამფუძნებელი, ირაკლი აბესაძე კახი კალაძის განცხადებას, რომ სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამონგრეული შენობა, ავარიული იყო და მობინადრეებმა გასვლაზე უარი თქვეს, პასუხობს და წერს, რომ კალაძეს არათუ მოსახლეობის თანხმობა არ სჭირდებოდა, რათა ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ შეეძლო უარის გამო 5 000 ლარით დაეჯარიმებინა კიდეც. 

აბესაძე აღნიშნავს, რომ რეჟიმის შეცვლის შემდეგ გაეცემა სამართლიანი პასუხი, თუ ვინ უნდა აგოს ამ ტრაგედიაზე პასუხი. 

მისი თქმით, შეშინებული რეჟიმი არა ადამინების სიცოცხლეზე, არამედ მხოლოდ თავის გადარჩენაზე ზრუნავს. 

რამდენიმე სამართლებრივი განმარტება, ქოცების ნამუსგარეცხილმა და ადამიანობისგან დაცლილმა პროპაგანდამ, რომ არ დაგაბნიოთ:

"კორპუსი მწვავედ ავარიულია, ვიცით, მაგრამ მობინადრეები არ იყვნენ თანახმა” - კახა კალაძე:

  • "სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის” კოდექსის 137-ე მუხლით, თუ სხვისი სიცოცხლის/ჯანმრთელობისთვის საფრთხის შემცველი ავარიული ობიექტის მესაკუთრე არ მოახდენს ამ ნაგებობის დემონტაჟს/რეკონსტრუქციას ან/და არ შეასრულებს შესაბამისი ორგანოს (ამ შემთხვევაში თბილისის მერიის) მოთხოვნას, ის დაჯარიმდება 5000 ლარით.
  • ანუ არათუ მათი თანხმობა არ ჭირდებოდა კალაძეს, რომ ეს ტრაგედია თავიდან აეცილებინა, არამედ მათი წინააღდმეგობის შემთხვევაში შეეძლო დაეჯარიმებინა კიდეც 5 000 ლარით.
  • ახლა გაიხსენეთ რამდენ მშვიდობიან დემონსტრანტს გაუმწარეს სიცოცხლე საკუთარი რეჟიმის შესანარჩუნებლად ამის მსგავსი 5000 ლარიანი უკანონო ჯარიმებით (ათობით რო დაუწერეს თითოს) და ისიც მხოლოდ იმიტომ, რომ თავის სამშობლო უყვართ და მიხვდებით, რომ აქ ,,ჰუმანურები”კი არ იყვნენ, როცა არ დააჯარიმეს მობინადრეები (თუნდაც არ იტყუებოდეს კალაძე, რომ ისინი წინააღდმეგი იყვნენ), არამედ უბრალოდ ფეხებზე კიდიათ ადამიანები. 

"გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით” - გეკა გელაძე.

ეს მუხლი სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის აწესებს სასჯელს. ამ შემხთხვევაში კი ეს უმძიმესი ტრაგედია, იმიტომ კი არ მოხდა, რომ ვინმე რამეს აშენებდა, არამედ პირიქით, იმიტომ რომ იქ არავინ არაფერს აშენებდა (ფეხებზე დაიკიდეს ინფორმაცია, რომ სახლი მწვავედ ავარიული იყო). 

ეს კი სულ მინიმუმ სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლია: სამსახურებრივი გულგრილობა. კალაძე თუ სხვები, ვინ უნდა აგოს ამ უმძიმეს დანაშაულზე პასუხი?! ამას რეჟიმის შეცვლის შემდეგ გავცემთ სამართლიან პასუხს.

ახლა გასაგებია, რომ შეშინებული რეჟიმი მხოლოდ თავის გადარჩენაზე და არა ადამინების სიცოცხლის გადარჩენაზე ზრუნავს," - წერს აბესაძე. 

თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, "სადგურის მოედანზე" დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და „ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა".

მსგავსი სიახლეები