"დღეს მომზადებული გვაქვს წერილი უვიზო მიმოვლის შეჩერებაზე, რომელსაც "ქართულ ოცნებას" გავუგზავნით"- კალასი
ევროკავშირის ბოლო გაფრთხილება „ქართულ ოცნებას" - რამდენიმე წუთის წინ, ბრიუსელში, სადაც საქართველოს შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა დაანონსა, რომ უკვე მზად აქვთ წერილი, რომელსაც ევროკომისიისგან „ქართული ოცნება" მიიღებს.
კალასის თქმით, წერილში პირდაპირ არის ნათქვამი, რომ იმ შემთხვევაში, თუ "ოცნება" კონკრეტულ პირობებს არ შეასრულებს, უვიზო მიმოსვლა შეწყდება.
მისი თქმით, მოლაპარაკების მაგიდაზე საქართველოსთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი დევს, მათ შორის უვიზო რეჟიმის შეწყვეტა.
კალასმა ჟურნალისტებს ასევე დაუდასტურა, რომ 15 კაციან სასანქციო სიაში, რომელსაც დღეს წარადგენს, ორი მოსამართლეა.
მან მედიასთან პირდაპირ თქვა, რომ ახალგაზრდა ქართველი დემონსტრანტების გამოტანილი განაჩენი არაპროპორციულია- "მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია"
საქართველოში ჩვენ სერიოზულ დემოკრატიულ უკუსვლას ვხედავთ, ვისაუბრებთ იმაზე თუ რისი გაკეთება შეგვიძლია დამატებით. მოლაპარაკების მაგიდაზე ყველა ვარიანტი განიხილება. მათ შორის, უვიზო რეჟიმის შეჩერება და სხვა ელემენტები, რათა საქართველოს მთავრობამ შეცვალოს მიდგომა. დიახ, წარვადგენ სიას ტარგეთირებული სანქციებისთვის, რადგან ჩვენ ხედავთ ახალგაზრდა დემონსტრანტების განაჩენს, რომელიც არაპროპორციული იყო. მკაფიოა, რომ სასამართლო სისტემა პოლიტიკური სისტემის ნაწილია. სანქციების პაკეტში ორი მოსამართლეა. ჩვენ ამაზე ვიმსჯელებთ. როგორც იცით, წინა შემთხვევის დროს საკითხი დაბლოკეს, ვეცდებით მივაღწიოთ კონსენსუსს ამ საკითზე და მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. თუ საკითხის დაბლოკვას ვერ გადავლახავთ, დღეს მომზადებული გვაქვს წერილი, უვიზო მიმოვლის შეჩერებაზე, რომელსაც ქართულ ოცნებას გავუგზავნით, სადაც კონკრეტული მოთხოვნები გაწერილი შესასრულებლად და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული. თუ პირობები დედლაინამდე არ შესრულდება, მაშინ ჩვენ უნდა შევაჩეროთ უვიზო მიმოსვლა.".- განაცხადა კალასმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.