“კაციჭამია ნაცებს” ირაკლი ბათიაშვილი ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ მამამისის პანაშვიდებზე, ვერ მიხვდებოდი, პატიმარი რომ იყო - ნუცა ბათიაშვილი

15.07.25 10:39
 “კაციჭამია ნაცებს” ირაკლი ბათიაშვილი ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ მამამისის პანაშვიდებზე, ვერ მიხვდებოდი, პატიმარი რომ იყო - ნუცა ბათიაშვილი

ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ მამამისის პანაშვიდებზე, თუ არ იცოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა, - ამის შესახებ „თავისუფალი უნივერსიტეტის“ სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების დეკანი ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

მოქალაქე აღნიშნავს, რომ ირაკლი ბათიაშვილისგან განსხვავებით, უდანაშაულო ზურა ჯაფარიძე დედის სამძიმარზე სულ 20 წუთით მიიყვანეს და ისიც, აბსოლუტურად უმსგავსო ფორმით. 

20 წუთით მიიყვანესო, ზურა ჯაფარიძე დედის გასვენებაში. 20 წუთით. როგორ და რანაირად მაგის კადრები ხომ ყველამ ნახეთ. 
ძალიან არ მინდა ჩემი ამ ბიოგრაფიული ბმის ხსენება, მაგრამ არ შემიძლია არ გავიხსენო.

 

ირაკლი ბათიაშვილი პატიმარი რომ იყო, შეირაღებული გადატრიალების მცდელობისთვის (რაც მოგონილი დანაშაული არ ყოფილა, სხდომაზე არგამოცხადებისგან განსხვავებით), მამამისის პანაშვიდებზე იდგა მთელი დღე და “კაციჭამია ნაცებს” ისე მიჰყავდათ და მოჰყავდათ, თუ არ იცოდი, ვერ მიხვდებოდი, რომ ციხეში იჯდა. 
 

რუსის და ფულის მონები რომ არიან გავიგეთ, მაგრამ ესეთი რა სივერაგე უფუთფუთებთ, ასეთ რა ნაძირლობაზე არიან დამყნობილი, მე აღარ მესმის. 
მარა მაინც ნაციქოციერთია, ხო, - წერს ნუცა ბათიაშვილი სოციალურ ქსელში. 

მსგავსი სიახლეები