ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო - გახარია

15.07.25 11:59
ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო - გახარია

ბრიუსელში ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო - ამის შესახებ „გახარია საქართველოსთვის“ ლიდერი, გიორგი გახარია X-ზე წერს.

გახარიას განცხადებით, "აუცილებელია EU შეთანხმდეს კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს".

“ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე, ბრიუსელში მინისტრებთან და ევროკავშირის წარმომადგენლებთან შეხვედრებისას, ჩემი გზავნილი მკაფიო და უცვლელია: ქართველი ხალხი არ უნდა დაისაჯოს „ქართული ოცნების“ რეჟიმის სასტიკი რეპრესიების გამო. 

აუცილებელია შეთანხმების მიღწევა კონკრეტულ, ტარგეტირებულ ზომებზე, რაც პასუხისმგებლობას სრულად დამნაშავეებს დააკისრებს.”- წერს გახარია.

მსგავსი სიახლეები