ბუდრისი: ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში ჩასვა
ჩვენ ახლავე უნდა ვიმოქმედოთ და მოვამზადოთ სანქციები იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც ქართველი ოპოზიციონერი ლიდერები ციხეში ჩასვა - ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კიასტუტის ბუდრისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე ბრიუსელში ჟურნალისტებთან განაცხადა.
ბუდრისი "ოცნებას" რეჟიმად მოიხსენიებს - მისი თქმით, აუცილებელია სანქციებით მოქმედება და "ზეწოლის გაზრდა რეჟიმზე პოლიტიკური იზოლაციით".
ვხედავთ, რომ საქართველოში მდგომარეობა მკვეთრად უარესდება. ჩვენი ქმედებების ნაკლებობამ დამატებითი სტიმული მისცა ამას. სწორედ ამიტომ, უნდა ვიმოქმედოთ ახლა. ჩვენ უნდა მოვემზადოთ სანქციებისთვის , ყველა მათგანის წინააღმდეგ, ვინც პოლიტიკური ოპოზიციის ლიდერები ციხეში ჩასვა. ჩვენ ვნახეთ ის დიდი ბრალდებები, რომელიც მათ წამოუყენეს, კატეგორიულად მიუღებელია. ამიტომ, ჩვენი მხრიდან, სანქციებით უნდა ვიმოქმედოთ , გავზარდოთ ზეწოლა რეჟიმზე პოლიტიკური იზოლაციით. და ასევე სამოქალაქო საზოგადოების მხარდაჭერის გაზრდით. ჩვენ კვლავ ვხდავთ, რომ ქართველო ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ევროკავშირში გაწევრიანება უნდა, ჩემს ხალხშიც ვხედავ, რომ ლიეტუველი ხალხის 60 პროცენტზე მეტს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება უნდა. ორივე მხარეს აქვს ვალდებულებები შესასრულებელი. საქართველოს ადამიანის უფლეების სტარდარტი აქვს შესასრულებელი, ევროპულ ერებს კი აქვთ ვალდებულება, რომ დაეხმაროს საქართევლოს ამ გზაზე", - განაცხადა ბუდრისმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერ-მინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.
მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.