ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა, ვწუხვართ, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება - არტიომს ურშულსკის
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანი "შეშფოთებულია იმით, რაც საქართველოში პოლიტიკური თვალსაზრისით ხდება".
როგორც არტიომს ურშულსკისმა ბრიუსელში, ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა
მისივე თქმით, საჭიროა მეტი ძალა ევროპელ პარტნიორებს შორის იმისთვის, რომ საქართველოსთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიონ.
ლატვიისთვის არასასურველი პირების სიას 55 ადამიანი დაემატა. ძალიან ვწუხვართ, რაც საქრთველოს პოლიტიკაში ხდება. პრობლემებია სიტყვის თავისუფლების კუთხით, პოლიტიკური ოპონენტები ციხეში ჩასვეს ან ქვეყნის დატოვების უფლება ჩამოართვეს. ჩვენ შევეცდებით რომ მივიღოთ უფრო მეტი მხარდაჭერა ჩვენი ევროპელი პარნტიორებისგან, რადგან მხოლოდ ერთიანი ძლიერი პოზიცია იქნება შედეგიანი. ამ საკითხზე, უკვე გვქონდა კომუნიკაცია სხვებთანაც. იმედი გვაქვს, რომ გვეყოლება უფრო მეტი პარტნიორი, რომლებსაც ექნებათ მკაფიო პოზიცია. ჩვენი პოზიცია მკაფიოა, მაგრამ გვჭირდება უფრო მეტი ძალა, რათა მივაღწიოთ პროგრესს საქართველოს მმართველ პარტიასთან", - განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივანმა.