სალომე ზურაბიშვილი კახა კალაძეს პასუხობს
საქართველოს მე-5 პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში კახი კალაძის გუშინდელ განცხადებას ეხმიანება და წერს, რომ ადამიანის ბინიდან გაყვანას დამიანები იმიტომ არ თანმხდებიან, რადგან "ისეთი თანხით უნდათ გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში".
მისი განცხადებით, ევროპისგან განსხვავებით, ამ გამოწვევის გადასაჭრელად არანაირი სისტემა არ არის დანერგილი.
ბინებიდან გაყვანა-არ გაყვანის საკითხზე, რომელიც მერიის წარომადგენელს მაღალ ხმაზე აყვირებს, დავამატებდი - ადამიანები არ თანხმდებიან იმიტომ, რომ ისეთი თანხით უნდათ გაყვანა, რითაც ვერაფერს ვერ იქირავებ ქალაქში. ჩვენთან ამ გამოწვევის გადასაჭრელად არანაირი სისტემა არ არის დანერგილი, თორემ იმ ევროპაში, რომელიც აღარ მოგწონთ, არსებობს ერთი მხრივ, სოციალური მშენებლობა (რომელიც რჩება მუნიციპალიტეტის საკუთრება და დაბალ ფასში აქირავებს მერია) და კერძო, თუმცა ყოველივე ახალ აშენებულ კორპუსში კვოტა ბინებისა ეკუთვნის მერიის სოციალურ სამსახურს (რაც არ უნდა მაღალი დონის და ძვირადღირებული იყოს კორპუსი). ეს ბინების ის კვოტაა, რაც ჩვენთან პირად სარგებელში გადადის, რის გამოც თანამდებობის პირებს უჩნდებათ დეკლარაციებში ათი, ოცი თუ მეტი ბინა, პენსიონერი მშობლების ნაჩუქარი!" - წერს ზურაბშვილი.
ცნობისთვის, გუშინ, სადგურის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე საცხოვრებელი კორპუსი ჩამოინგრა. შედეგად, ოფიციალური ინფორმაციით, დაიღუპა 2 და დაშავდა 1 ადამიანი.
თბილისის მერის, კახი კალაძის თქმით, შენობა მე-5 კატეგორიას მიეკუთვნებოდა. მან ასევე განაცხადა, რომ "სადგურის მოედანზე" დღეს ჩამონგრეული კორპუსი ავარიული იყო და "ეს ადგილობრივმა მოსახლეობამ იცოდა", თუმცა ქირით გაყვანაზე უარი განაცხადეს.