სააკაშვილთან მიმართებაში სწორი შეფასება გაკეთდა - მიხეილ სარჯველაძე პრემიერის წერილზე

06.10.21 15:36
სააკაშვილთან მიმართებაში სწორი შეფასება გაკეთდა - მიხეილ სარჯველაძე პრემიერის წერილზე

,,ქართულ ოცნებას", როგორც მოსალოდნელი, იყო ღარიბაშვილის სახელით გავრცელებული განცხადება მოსწონს. მმართველი პარტიის ერთ-ერთი წევრი, მიხეილ სარჯველაძეც, მიიჩნევს, რომ საააკაშვილი საქართველოში ახალი ავანტიურის მოსაწყობად ჩამოვიდა

განცხადებები, რომელიც გაკეთდა იგივე ფაქტების თაობაზე, ეს იმას ნიშნავს, რომ გარკვეულ ინფორმაციას ამ განცხადების ავტორი ფლობდა. რაც შეეხება საკითხს იმასთან დაკავშირებით, რა შეფასებები გაკეთდა სააკაშვილის ჩამოსვლასა და მის მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ვფიქრობ, რომ აბსულუტურად რელევანტური შეფასებები და სწორი ანალიზია  გაკეთებული, რა შეიძლება, ყოფილიყო მოტივაცია სააკაშვილის, როცა ახალ ავანტიურას სთავაზობდაც საზოგადოებას აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

 ,,ოცნების" ლიდერები მთელი დღეა, ამტკიცებნენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არეულობის და დესტაბილიზაციის მოსაწყობად ჩამოვიდა, თუმცა თუ ეს ინფორმაცია მმართველ გუნდს ჰქონდა, რატომ არ დააკავეს ექსპრეზიდენტი ამ ბრალდებით, ამ კითხვას ,,ოცნება" არ პასუხობს.