საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის - ჯან-ნოელ ბარო

15.07.25 14:00
საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის - ჯან-ნოელ ბარო

 

 

საქართველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯან-ნოელ ბარომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე, ბრიუსელში, ჟურნალისტებთან განაცხადა.

მან "ოცნებას" მოუწოდა, რომ დაემორჩილოს საკუთარი ხალხის მისწრაფებებს.

ეს არის საკითხი, რომელსაც ჩვენ დღეს განვიხილავთ. საქაეთველო უნდა დაუბრუნდეს ევროპულ გზას, რომლისკენაც ქართველი ხალხი ისწრაფვის. ჩვენ ვგმობთ ბოლო დროს მიღებულ არაერთ გადაწყვეტილებას და მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დაემორჩილოს საკუთარი ხალხის მისწრაფებებს", - განაცხადა ჯან-ნოელ ბარომ. 

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ბრიუსელში დღეს, 15 ივლისს, განიხილავენ საქართველოში ადამიანის უფლებების შესაძლო დარღვევებთან დაკავშირებით სანქციების საკითხს. ცნობილია, რომ შეხვედრაზე ესტონეთის პრემიერმინისტრი კაია კალასი წარადგენს 15-კაციან სიას, რომელშიც იმ პირთა სახელებია შესული, ვინც, სავარაუდოდ, ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისთვის ევროკავშირის შეზღუდვებს დაექვემდებარება.

მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სია მოიცავს როგორც პოლიტიკურ თანამდებობის პირებს, ასევე სასამართლო სისტემის წარმომადგენლებს. მათ შორის განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მოსამართლე ნინო გალუსტაშვილს - ე.წ. სინდისის პატიმრების საქმეების განმხილველს, რომლის გადაწყვეტილებები უკვე არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციისა და ადგილობრივი დამკვირვებლის მიერ შეფასდა როგორც პოლიტიკურად მოტივირებული.

 

მსგავსი სიახლეები