ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე? - ყველაფერი გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული

06.10.21 15:54
ვინ იქნება ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარე? - ყველაფერი გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული

ბათუმი კოალიციური მთავრობის ზღვარზე- ტვ პირველის ინფორმაციით, ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის საკითხზე ოპოზიციაში კონსულტაციები დაიწყო. შეძლებს თუ არა ოპოზიცია საკრებულოს თავმჯდომარის დანიშვნას,  ეს ახლა გახარიას პარტიაზეა დამოკიდებული.

სწორედ ექსპრემიერის პარტიის ხმა იქნება გადამწვეტი საკრებულოს ოპოზიციონერი თავმჯდომარის არჩევის დროს.

,,პირველებისთვის" ცნობილი ხდება, რომ საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ოპოზიცია პარტია ,,ლელოს" კანდიატს, ირაკლი კუპრაძეს, განიხილავს.

ირაკლი კუპრაძე ,,ტვ პირველთან" საუბარში ადასტურებს, რომ კონსულტაციები აღნიშნულ საკითხზე ყველა პარტიას შორის მიმდინარეობს.

რაღაც ტიპის კონსულტაციები ყველა პარტიას შორის მიმდინარეობს. მაქვს ცალსახა მოლოდინი იმისა, რომ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური იქნება. დარწმუნებული ვარ, გახარიას პარტია მიიღებს იმ გადაწყვეტილებას, რა დაკვეთაც არის საზოგადოების მხრიდან. 

რაც შეეხება საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს, განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ჩემიც, ველოდები მათგან პირველად იმპულსებს, რა პოზიცია და მოლოდინი გააჩნიათ ბათუმის საკრებულოსთან დაკავშირებით - აცხადებს ,,პირველებთან" ირაკლი კუპრაძე. 

გახარიას პარტიის აჭარის ორგანიზაციის წარმომადგენელი, ირაკლი თავდგირიძე,  აცხადებს, რომ მათთვის პრიორიტეტული არაა საკრებულოს თავმჯდომარის პოსტი.

მოსახლეობამ მოგვცა ხმა და ის 10% ნიშნავს იმას, რომ მოსახლეობას უნდა რაღაც ახალი. ჩვენთვის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტს არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. არც ჩვენი გუნდის ინტერესია, რომ თავმჯდომარე ჩვენი გუნდიდან იყოს. სხვა დეტალებთან დაკავშირებით კომენტარს მოგვიანებით გავაკეთებთ. - აღნიშნავს თავდგირიძე.

 

მსგავსი სიახლეები