EU-მ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა - იოზვიაკი

15.07.25 15:05
EU-მ საქართველოს მთავრობისთვის გამოგზავნილ წერილში პირობების შესრულების ვადად 31 აგვისტო განსაზღვრა - იოზვიაკი

წერილში, რომელსაც ევროკომისია საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის შეჩერების თაობაზე ქართული ოცნებისთვის გამოსაგზავნად ამზადებს, მოთხოვნების შესრულების ბოლო ვადად 31 აგვისტოა მითითებული - ინფორმაცია რადიო თავისუფლების ბრიუსელის ბიუროს რედაქტორმა, რიკარდ იოზვიაკმა გაავრცელა.

ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასმა   ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრამდე დაადასტურა, რომ საქართველოსთან უვიზო მიმოსვლის შეჩერება განიხილება.

კალასის თქმით, მიზეზი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან დაკავშირებული სერიოზული უკუსვლაა. 

"ქართულ ოცნებას გავუგზავნით წერილს უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე, სადაც კონკრეტული მოთხოვნებია და ამისთვის კონკრეტული ვადაა მითითებული" -  თქვა კაია კალასმა.

მსგავსი სიახლეები